Wednesday, March 13, 2013

„მაკლარენ-ჰონდა“ 2015 წლიდან?

McLaren leaves door open for move to Honda engines in 2015
13 მარტი
ეს ამბავი რეალობას თანდათან უახლოვდება. მართალია, არც „მაკლარენისგან“ და არც „ჰონდასგან“ პირდაპირი დასტური არ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ, ისინი არც პარტნიორობის განახლების უარყოფით იწუხებენ თავს. უოკინგელთა საჯინიბოს შეფმა მარტინ უიტმარშმა კი „მერსედესთან“ შემდეგი სეზონის შემდგომ ურთიერთობის გაგრძელების დადასტურებისგან თავის შეკავება ამჯობინა.

იმავდროულად, „ჰონდას“ წყაროებიდან „ავტოსპორტმა“ შეიტყო, რომ „ჰონდა“ ფორმულა ერთში ძრავების მიმწოდებლად ბრუნდება და მისი პარტნიორი „მაკლარენი“ იქნება. მაგრამ დაბრუნება მომავალ სეზონში გამოირიცხა. „მაკლარენ-ჰონდას“ განახლებულ ტანდემს 2015 წლიდან ვიხილავთ. არადა, „მაკლარენს“ აქვს იმის უფლება, რომ მერსედესის“ ძრავების გამოყენება 2015 წელსაც გააგრძელოს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ უოკინგელებს თავისუფლად შეუძლიათ სამქიმიანების ნაცვლად „ჰონდა“ აირჩიონ.
„ამ ეტაპზე, სათქმელი არაფერი გვაქვს. „მერსედესთან“ კონტრაქტი გვაკავშირებს და მის დარღვევას არ ვაპირებთ. ახლანდელი კონტრაქტი სამწლიანია და ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შემდგომ სეზონშიც „მესედესთან“ ვიქნებით, რომელთანაც ხაგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს“, - ამბობს უიტმარში.
ის დასძენს, რომ ფ1-ში ძრავების ახალი მიმწოდებლის გამოჩენა, ფ1-სთვის ძალიან კარგი იქნება. „რა თქმა უნდა, სამ კომპანიას - „ფერარის“, „მერსედესს“ და „რენოს“ ძრავებით 11-ვე გუნდის მომარაგება შეუძლია, მაგრამ როგორც ვიცი, 2015 წლიდან მათ „ჰონდაც“ დაემატება. დროდადრო ვკითხულობთ, რომ შესაძლოა ფ1-ში „პორშე“, „ჰიუნდაი“ და „ჰონდა“ ვიხილოთ. ეს ძალიან კარგი იქნება. ჩვენს სპორტს, ახალი მწარმოებლების ჩართვა ესაჭიროება და სიამოვნებით შევუწყობთ მათს გამოჩენას ხელს. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ მთლიანად „მერსედსთან“ პარტნიორობით ვართ დაკავებულნი“.

No comments:

Post a Comment