Saturday, March 16, 2013

ფეტელმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი გააგრძელეს


Vettel extends Red Bull deal through 2016 - report
16 მარტი
მარკო და ფეტელი
სებასტიან ფეტელმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელეს. ამ ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი „კლაინე ცაიტუნგი“ ავრცელებს. ოღონდ, ის ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებს მიმდინარე კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. თუმცა, ავსტრიული გამოცემის ინფორმაციით, ის ერთი წლით გაგრძელდა და მის კიდევ ერთი სეზონით ცალმხრივად გაგრძელების უფლებას ფეტელი ფლობს.

ცნობილია, რომ ფეტელს წითელ ხარებში ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის მოტორსპორტის მრჩეველი, წარსულში თავადაც ფ1-ის მრბოლი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო მფარველობს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გერმანელი პილოტი „რედ ბულში“ მიიყვანეს და უპირატესი მხარდაჭერითაც უზრუნველყვეს.
გასულ სეზონში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფეტელის გადაბირება „ფერარის“ სურს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ მოხდება. კონტრაქტის ასე ადრე გაგრძელება (თუ ეს ინფორმაცია მართალია) სწორედ იმას ისახავს მიზნად, ფეტელი არსად გაუშვან. „კლაინე ცაიტუნგის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა, ავსტრიული გუნდის სტუმრების ვიწრო წრეში გაამხილა.
მაგრამ მარკო ამას უარყოფს და ამბობს, ვერ წარმომიდგენია, ჰორნერს ამის მსგავსი რამ ვინმესთან წამოსცდენოდაო. ეს კი ინფორმაციის უარყოფა არ არის...

No comments:

Post a Comment