Sunday, February 10, 2013

„ფოლკსვაგენ ქროს Up!“ ჟენევურ პრემიერამდე ერთი თვით ადრე

Volkswagen Mini Crosses to the SUV Side with New Cross Up! Variant
10 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენი“ თავის მინი ჰეჩბეკ Up!-ის უგზოობის ვერსიას ოფიციალურად წარადგენს. პრემიერამდე ერთი თვით ადრე კი გერმანულმა კომპანიამ, ტიზერების ნაცვლად, რაც გავრცელებული პრაქტიკაა, ამ ავტომობილის ფოტოები და მცირე ინფორმაცია გაავრცელა.

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ვოლფსბურგელებმა ორი წლის წინ,მ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინეს. სერიული ვერსია იმ ავტომობილისგან გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება. სიახლეა მხოლოდ შავი მოლდინგები, რომლებიც კარების ქვედა ნაწილს მიუყვება და რომლებზეც ავტომობილის სახელია დაწერილი. მოლდინგის გარდა, მანქანას შავი არშია მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, საბორბლე თაღებზეც, გაუყვება.

ავტომობილი აღჭურვილია სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 75 ცხენის ძალაა. ძრავთან შეწყვილებულია 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. ბორბლები 16-დუიმიანია და მათზე 185/50 ზომის საბურავებია ჩაცმული.

ინტერიერი მუქ ან წითელ ფერებშია გაწყობილი. იქ მინიმალიზმი სუფევს და მიგანიშნებთ, რომ ხელმისაწვდომ ავტომობილთან გაქვთ საქმე. საჭის რგოლი, ხელის მუხრუჭი და გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ტყავითაა გაწყობილი.
გერმანიაში ეს ავტომობილი 13 925 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment