Monday, February 18, 2013

„ფერარი F150“ დამოუკიდებელი დიზაინერის ვერსიით

Best speculative Ferrari Enzo successor rendering yet
18 თებერვალი

როგორი იქნება ლეგენდარული „ფერარი ენცოს“ შემცვლელი, რომელიც დღეს F150-ის სახელითაა ცნობილი?  ამ დღეებში ავტოსამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ახალი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - მას ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილავთ. მანამდე კი იტალიურმა კომპანიამ ორი ფოტო ტიზერი გაავრცელა.


ეს ფოტოები, ახალ სუპერ ავტომობილზე ძალიან ზერელე წარმოდგენას იძლევა. სურათს ავსებს ის მსტოვრული ფოტოებიც, რომლებზეც ძლიერ შენიღბული ავტომობილია ასახული. ოღონდ, მათზე მაინც ჩანს, რომ კაბინა წინაა წაწეული. დიზაინერები კი ყველაფერს უკეთ ხედავენ და მათ მიერ წარმოდგენილი და დახატული ვერსიები ხშირად ძალიან ახლოსაა რეალურ სურათთან.


სწორედ ასეთი ნამუშევარია თქვენს წინაშე. ეს ესკიზური ფოტოები დიზაინერმა ჯოზია ლაკოლამ შექმნა. მის F150-ს აშკარად ძალიან ბევრი ჰაერის ამღები აქვს. თუმცა, ზოგიერთს შესაძლოა აეროდინამიკური დანიშნულება აქვს. მოკლედ, სანამ „ენცოს“ რეალურ შთამომავალს ვნახავთ, მასზე გარკვეული წარმოდგენის საშუალებას ეს ფოტოებიც მოგვცემს...

No comments:

Post a Comment