Wednesday, February 27, 2013

„ჰიუნდაი იუროპი“ ევროპულ ბაზარზე წილის შენარჩუნებას ვარაუდობს

Hyundai Europe expects to keep market share in 2013
27 თებერვალი
„ჰიუნდაის“ ევროპულ შტოს იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს ევროპული ბაზრის იმ 3.5 პროცენტს, რომელიც გასულ წელს მოიპოვა. „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მთავარ აღმასრულებელ ალან რუშფორტის თქმით, 2013 წელი კონსოლიდაციის წელი იქნება, რასაც გაყიდვების ზრდის მორიგი ეტაპი უნდა მოჰყვეს.

ხუთი წლის წინ, კორეული კომპანია ევროპული ბაზრის მხოლოდ 1.8 პროცენტს აკონტროლებდა. მაგრამ ბოლო წლებშ ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გააორმაგა. ზრდის მსგავსი დინამიკა აქვს „ჰიუნდაის“ ჯგუფში შემავალ „კიასაც“. ორივე კომპანია ერთად, ევროპული ბაზრის 6.2 პროცენტს აკონტროლებს და ამ მაჩვენებლით, უკან ჩამოიტოვა „ფიატი“, რომელიც ევროპელ მასობრივ მწარმოებელთა შორის, 4.6 პროცენტით ბოლო ადგილზეა.
„ჰიუნდაის“ ევროპაში წარმოება მეტწილად ისეთ ქვეყნებში აქვს, შრომას დაბალი ფასი აქვს. ამგვარად, კორეული კომპანია მნიშვნელოვან თანხებს ზოგავს. ეს იმ დროს, როდესაც მისი კონკურენტები ავტომობილებს უმეტესწილად, დასავლეთ ევროპაში აწარმოებენ, სადაც შრომა გაცილებით ძვირი ღირს.
მეორე მხრივ, „ჰიუნდაიმ“ ბაზარზე 15 ახალი ავტომობილი გამოუშვა, მათ შორის ძალიან პოპულარული i30, რომელიც „ჰიუნდაის“ ევროპულ ცენტრში (რიუსელსჰაიმი, გერმანია), სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიმუშავეს და რომელსაც ევროპაშივე აწარმოებენ.
რუშფორტის თქმით, მისი კომპანია წელს ნაკლებად აქტიური იქნება, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქციას არ გამოუშვებს. თუმცა, განახლებები იგეგმება. მაგალითად, ბაზარზე გამოვა განახლებული „სანტა ფე“, ჯუჯა i10-ს კი გამაში ახალი ძრავა დაემატება.
„გამოცხადებული შტილის“ მიუხედავად, „ჰიუნდაის“ და „კიას“ გაყიდვები მაინც 4 პროცენტით, 7.4 მილიონ ავტომობილამდე გაიზრდება. შედარებისთვის, შარშან გაყიდვები 8 პროცენტით გაიზარდა.

No comments:

Post a Comment