Wednesday, February 27, 2013

„ლენდ როვერი“ ჟენევაში ახალ 9-საფეხურიან ტრანსმისიას გაგვაცნობს

Land Rover to Debut New 9-Speed ZF Automatic Transmission in Geneva
27 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ ახალ, 9-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიას წარადგენს. გადაცემათა კოლოფი კომპანია ZF-ის მიერაა შემუშავებული, რომელიც სწორედ ტრანსმისიების წარმოებაზეა სპეციალიზებული. რა თქმა უნდა, ამ სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა „ლენდ როვერის“ სპეციალისტებმაც მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კოლოფში სამი „ზედმეტი“ საფეხურია, ანუ კბილანების სამი წყვილი, კოლოფი მაინც კომპაქტური გამოვიდა. თუმცა, 6-საფეხურიან კოლოფთან შედარებით, სიგრძეში მაინც 6 მილიმეტრით მოიმატა. სამაგიეროდ, წონაში 7.5 კილოგრამი მოიკლო.


ბრიტანული კომპანიის ინფორმაციით, საფეხურების გაზრდამ, ავტომობილის აპეტიტის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება გამოიწვია. გაუმჯობესებულია აჩქარებისას ძრავის რეაქცია, საფეხურების გადართვის სისწრაფე და სიმკვეთრე, მართვის ხარისხი. დაბალი საფეხურების გადაცემის რიცხვი გაცილებით დაბალია 6-საფეხურიანის შესაბამის მონაცემებზე. ამის წყალობით, გაუმჯობესებულია მანქანის უგზოობის თვისებები, ავტომობილი იოლად ახერხებს მკვეთრი აღმართების დაძლევას. საერთო ჯამში, რთულ პირობებში მოძრაობისას, გაადვილებულია მართვა.
კოლოფს აქვს საფეხურების გადართვების ადაპტირებადი სისტემა, რომელსაც ელექტრონიკა მართავს. ელექტრონული ტვინი სულ რაღაც წამებში სწავლობს ავტომობილის პატრონის მართვის სტილს და ტრანსმისიის მახასიათებლები, ამ სტილთან შესაბამისობაში მოჰყავს. მაგალითად, მძღოლმა მკვეთრად გაზარდა ტემპი, ან დააწყნარა... ტრანსმისია ამას მაშინვე ხვდება და მართვის სტილს თავისი მუშაობის შესაბამის რეჟიმს მიუსადაგებს.
„ეს კოლოფი უამრავი შესაძლებლობით გამოირჩევა. რაც მთავარია, ამ კოლოფის წყალობით, ჩვენი ავტომობილების მახასიათებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და „ლენდ როვერის“ იმიჯი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებლისა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - ამბობს „ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი.

No comments:

Post a Comment