Monday, February 25, 2013

„ფორდი“ უგზოობის ინოვაციურ „ეკოსპორტს“ ჟენევაში წარადგენს

Ford to Debut Innovative EcoSport in Geneva
25 თებერვალი
„ფორდს“ ბაზარზე გამოაქვს სრულიად ახალი ავტომობილი, რომელსაც სუბკომპაქტური უგზოობის ავტომობილების სეგმენტში, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. და საქმე მხოლოდ მის ეფექტურ გარეგნობაში არაა. ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებმაც მისი ექსპლუატაცია უნდა გააიაფოს და გააადვილოს კიდეც.
„ეკოსპორტი“ აღჭურვილია „ფორდის“ უახლესი SYNC ტექნლოგიით, რომელიც ელექტრონიკის ხმოვანი სიგნალებით მართვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მძღოლის განკარგულებაშია სმარტფონთან ადაპტირებული მართვის სისტემაც. რა თქმა უნდა, ავტომობილის სამსახურშია სერია „ეკობუსტის“ ძრავები, ოღონდ ამაზე ქვემოთ.

„ადამიანის ცხოვრებაში ავტომობილის როლი იზრდება. მომხმარებლებს სურთ, რომ ავტომობილშიც კავშირის ისეთივე საშუალებები ჰქონდეთ, როგორიც სახლში აქვთ. SYNC ტექნლოგია სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ასეთი სისტემის პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით, „ფორდს“ იმის შესაძლებლობა ეძლევა, რომ სმარტფონის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნას ათვისებული მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი მოძრაობს“, - ამბობს ამერიკული კომპანიის კვლევებისა და სიახლეების განყოფილების მთავარი ტექნიკური მოხელე პოლ მასკარენასი.
„ეკოსპორტი“ აღწერილია, როგორც სხარტი, მოქნილი და საკმაოდ ვრცელი სალონის მქონე ავტომობილი, რომელშიც შერწყმულია როგორც საოჯახო, ასევე უგზოობის ავტომობილების თვისებები. მის ძრავების გამაშია 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“, ბენზინის 1.5-ლიტრიანი ძრავი და ამავე მოცულობის მქონე დიზელი, რომელიც საწვავის ძალიან მოკრძალებული ხარჯით (ცისფაერი ოვალის განმარტებით, ამ მხრივ, კლასში ლიდერია) გამოირჩევა. ოღონდ, ზუსტ მონაცემებს ჟენევაში გავიგებთ.

No comments:

Post a Comment