Sunday, January 27, 2013

„ფორდის“ „ჯიპ ვრანგლერი“ – „ტროლერ TR-X“


Ford's Jeep Wrangler: The Troller TR-X concept
27 იანვარი
„ტროლერი“ ბრაზილიური კომპანიაა და „ჯიპ ვრანგლერის“ ტიპის უგზოობის ავტომობილ T4-ს აწარმოებს. 2007 წელს მისი მფლობელი „ფორდი“ გახდა, რის შემდეგაც, მას ყველა მოიხსენიებს, როგორც ბრაილიურ „ფორდს“. სან პაულუს მოტორ შოუზე, „ტროლერმა“უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი TR-X წარადგინა, რომელიც გარეგნობით ერთდროულად ორ ავტომობილს - „ფორდ ბრონქოსა“ და „ტოიოტა FJ კრუიზერს“ მოგაგონებთ.

გარეგნულად, ეს უხეში და ათლეტური აღნაგობის ავტომობილი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის რთულ საგზაო პირობებში გადაადგილებისთვის არის შექმნილი. მაღალი კლირენსი, მასიური ბამპერები, ბორბლების გამოკვეთილი ნახევართაღები, „ტროლერ TR-X-ის“ გარეგნული გამოსაცნობი ნიშნებია, რომლებიც უპირველესად, ძლიერი სქესის მყიდველს მიიზიდავს. საერთო ჯამში, ავტომობილი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.
„ჩვენ ვცადეთ, შეგვექმნა ავტომობილი, რომელიც „ტროლერის“ არსის განსახიერება იქნებოდა. ეს არის ბრენდი, რომელიც უგზოობის კლასში, თავისი T4-ით არის ცნობილი. ჩვენ „ტროლერის“ დნმ სწორედ TR-X-ის შესაქმნელად გამოვიყენეთ და შევქმენით დაუვიწყარი სტილი, რომელიც მხოლოდ ამ ავტომობილისთვის არის დამახასიათებელი“, - განაცხადა „ფორდ ბრაზილის“ მთავარმა დიზაინერმა ჟოაო მარკუშ რამოშმა.
სან პაულუში, „ფორდს“ ამ კონცეპტუალური ავტომობილის აგებულების შესახებ არაფერი უთქვამს და არც ის გაგვიმხილა, აპირებს თუ არა, ამ ავტომობილის წარმოებას. სავარაუდოდ, TR-X აგრეგატს T4-სგან ისესხებს. ესაა 3.2-ლიტრიანი, ცვალებადი გეომეტრიის მქონე ტურბოკომპრესორით აღჭურვილი ძრავი, რომელიც მაქსიმალურ მომენტს, დაბალი ბრუნთა რიცხვიდან ავითარებს. ძრავის სიმძლავრე 165 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 380 ნიუტონმეტრი.

No comments:

Post a Comment