Sunday, January 27, 2013

„ლოტუსის“ ახალ ბოლიდს ხვალ ვნახავთ

Lotus to launch on January 28
27 იანვარი
ფორმულა 1-ის გუნდებიდან „ლოტუსი“ პირველია, რომელიც ახალი სარბოლი ტექნიკის პრეზენტაციას ჩაატარებს. ეს ხვალ მოხდება, პრეზენტაცია ინტერნეტში, ონლაინ რეჟიმში, გუნდის ენსტოუნის ბაზიდან გაიმართება. მანქანის წარდგენის ღონისძიებას, „ლოტუსი“ თავისი „იუთუბის“ არხით ჩაატარებს. ბრიტანეთში კი პრეზენტაციის ნახვა „სკაი სპორტის“ ფ1-ის არხით იქნება შესაძლებელი.
„ლოტუსმა“ გასულ სეზონში ერთადერთი გამარჯვება აბუ დაბიში მოიპოვა. ამასთან, კიმი რაიკონენი ჩემპიონატის ყველაზე სტაბილური პილოტი გახდა - მან ყველა რბოლა დაასრულა, რომელთაგან მხოლოდ ერთხელ (ჩინეთში) ვერ შეძლო ქულის მოპოვება. საბოლოოდ, გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაიკონენი კი პილოტებს შორის მესამეზე გავიდა.
„ლოტუსიც“ და რაიკონენიც დარწმუნებულები არიან, რომ ახალ სეზონში გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლიათ. რაც შეეხება რომენ გროჟანს, ის ირწმუნება, რომ გასულ სეზონში დაშვებულმა შეცდომებმა ბევრი რამ ასწავლა და უფრო კონკურენტუნარიან პილოტად ჩამოაყალიბა.

No comments:

Post a Comment