Friday, January 18, 2013

„ჰონდას“ მოულოდნელი კონცეპცია კანადაში

Honda Surprises Canadians with World Premiere of New GEAR Concept at Montreal
18 იანვარი
დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუს პარალელურად, მონრეალში კანადური საერთაშორისო ავტო შოუ ჩატარდა, სადაც „ჰონდამ“ ყველას გასაკვირად, კონცეპტუალური საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, სახელად „გიარ“ წარადგინა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილით, ახალგაზრდა, ქალაქელი მყიდველის მიზიდვა იქნება შესაძლებელი.


„ჰონდას“ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ კონცეპტუალურ ავტომობილზე მუშაობისას, დიზაინერებმა და ინჟინრებმა შთაგონების წყაროდ უსაფეხურო ველოსიპედები გამოიყენეს, რომლებიც მარტივიცაა და მოსახერხებელიც. ამასთან, შესაძლებელი იქნება მისი კონფიგურაციის შეცვლა და ინდივიდუალიზაცია.


„სუბკომპაქტური ავტომობილები ქალაქში ექსპლუატაციისთვის მოსახერხებელია, მაგრამ ან მოსაწყენები და უსახურია, ან თუ ასე არაა, ამ ტიპის ავტომობილების მყიდველისთვის, მეტისმეტად ძვირია. კონცეპტუალური „გიარი“ მარტივიცაა, იაფიც და სახალისოც. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ახალგაზრდა მყიდველმა მოიწონოს“, - ამბობს „ჰონდას“ ამერიკული შტოს კვლევისა და განვითარების, ასევე დიზაინის დირექტორი დეივ მარეკი.


„ჰონდას“ ამ კონცეპტუალური ავტომობილის აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. და არც იმაზე დაუძრავს სიტყვა, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას.

No comments:

Post a Comment