Saturday, January 19, 2013

დაკარი პეტერანსელმა მოიგო

Stephane Peterhansel seals 11th win in X-raid Mini
19 იანვარი

სტეფან პეტერანსელმა დაკარის რალი-მარათონზე მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო, მოკლე ეტაპზე, მან თავისი „X-რეიდ მინით“ ზედმეტი რისკის გარეშე იასპარეზა და დიდი უპირატესობით აჯობა „ტოიოტათი“ მოასპარეზე სამხრეთაფრიკელ ხინიელ დე ვილიერსს.

დაკარის ყველაზე ტიტულოვანმა მრბოლმა ლიდერობა რბოლის დასაწყისშივე იგდო ხელთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი მთავარი მეტოქეები - „რედ ბულ ბაგით“ მოასპარეზე კარლოს საინსი და ნასერ ალ-ატია ასპარეზობას გამოეთიშებოდნენ. საბოლოოდ, ფრანგმა მრბოლმა დე ვილიერსს 42 წუთით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ „X-რეიდ მინის“ ეკიპჟებმა, საბოლოო კლასიფიკაციაში მოწინავე ხუთიდან ოთხი პოზიცია დაიკავეს. მესამეზე რუსი ლეონიდ ნოვიცკი გავიდა, რომელმაც ეს პოზიცია ბოლოსწინა ეტაპზე, ესპანელ თანაგუნდელ ნანი რომას წაართვა. ამან მე-12 და ბოლო ეტაპები კი მოიგო, მაგრამ მე-13 ეტაპზე, პეტერანსელის გამყოლობა მოუწია და მის ლოდინში (ფრანგს მანქანაზე რამე რომ დაზიანებოდა, რომა უნდა მიშველებოდა), მეოთხე ადგილზე ამოჰყო თავი.
ბოლო ეტაპზე მხოლოდ მეექვსე იყო ამერიკელი რობი გორდოონი, რომელიც პრობლემების გამო, ოთხი ეტაპის შემდეგ, 43-ე ადგილზე იყო და ლიდერს ექვსი საათით ჩამორჩებოდა. ბოლო ეტაპებზე მან ორი მოიგო და საბოლოოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.


მე-14 ეტაპის შედეგები
1. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                      1:44:10
2. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               + 0:13
3. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)          + 0:31
4. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   + 1:27
5. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                              + 2:05
6. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                  + 2:17
7. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           + 2:34
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                      + 3:19
9. ჯეფ ოლჰოლმი (ავსტრალია, ოვერდრაივ ტოიტოა)             + 3:22
10. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)            + 3:43

საბოლოო კლასიფიკაცია
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)              38:32:39
2. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)   + 42:22
3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                           + 1:28:22
4. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                      + 1:36:43
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)               + 1:49:10
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                      + 2:38:16
7. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                     + 3:18:05
8. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                              + 3:27:44
9. პასკალ თომასი (საფრანგეთი, MD ბაგი)                                + 4:35:32
10. ბორის გარაფულიჩი (ჩილე, X-რეიდ მინი)                          + 4:45:48

No comments:

Post a Comment