Saturday, January 19, 2013

„ნისან რეზონანსი“ - შემდეგი „მურანოს“ კონცეპტუალური ვერსია

Nissan Resonance Concept is a Futuristic Design Proposal Hinting at the Next Murano
19 იანვარი

დეტროიტის მოტორ შოუზე, „ნისანმა“ თავისი ამერიკული შტოს კალიფორნიულ (სან დიეგო) დიზაინ ცენტრში, უფროს დიზაინერ შირო ნაკამურას ხელმძღვანელობით შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი „რეზონანსი“ წარადგინა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ კონცეპციაში, მისი ქროსოვერების მომავალი სტილის ელემენტებია ასახული.

ავტომობილის გარეგნობაში გამოირჩევა ეგრეთ წოდებული მცურავი სახურავი და სტილი, რომელსაც ავტორებმა „V-მოუშნ“ უწოდეს. ამ სტილს ქმნის V-ს ფორმის პროფილი, რომელიც რადიატორიდან იწყება, კაპოტს მიუყვება და როგორც დიზაინერები განმარტავენ, ერთგვარი ბუმერანგის ფორმის ფარებთან „რეზონირებს“. და თუ კარგად დააკვირდებით, ფარების ფორმა ძლიერ ჰგავს წინა საყრდენის ფორმას. ბუმერანგის თემა უკანა ფარებისა და საყრდენების ფორმებშიც მეორდება.


სალონის გაყოლებაზეც, ძარას რთული ფორმები აქვს. როგორც ჩანს, ეს ფორმები აეროდნმიკურმა მოთხოვნებმა განაპირობა. საინტერესო ფორმა აქვს ბორბლებსაც. მის წკირებს აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს. კერძოდ, მათი ფორმა ისეთია, რომ მუხრუჭების არედან ცხელი ჰაერი გარეთ გამოდევნოს.


„კონცეპტუალურ „რეზონანსზე“ მუშაობისას, ჩვენმა დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ, ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მასალების შემუშავებაში, მეცნიერული მიღწევები გამოიყენეს. მათ შთაგონება ასევე იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც ყოველთვის სიახლეების დანერგვისკენ მიილტვიან“, - ასეთ განმარტებას იძლევა „ნისანის“ პროდუქციის სტრატეგიისა და დაგეგმარების განყოფილების გენერალური მენეჯერი ფრანსუა ბანსონი.


სალონში ნახავთ იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის პირველი კლასის სამგზავრო ტრანსპორტი. მასში თეთრი ფერი და კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ელემენტები დომინირებს, როგორებსაც რა თქმა უნდა, სერიულ ავტომობილზე ვერ შეხვდებით.
კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. მასში შედის 2.5-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი და ორი ელექტროძრავი, ლითიუმ-იონური ელემენტების კომპაქტური ბლოკი და შემდეგი თაობის მუდმივი მოდების ვარიატორი. გამოფენაზე „ნისანს“ ამ ავტომობილის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.

No comments:

Post a Comment