Wednesday, January 23, 2013

„ფორდის“ გამოკვლევა - ევროპელები მწვანე ავტომობილებს ეტანებიან

Europe - 35% of Buyers Are Willing to Spend More on Green Tech Despite Recession
23 იანვარი

„ფორდის“ მიერ ორგანიზებულმა და დაფინანსებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რეცესიის მიუხედავად, ავტომობილების ევროპელი მყიდველების მესამედზე მეტი მზადაა, მეტი გადაიხადოს იმისათვის, რომ მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი შეიძინოს.

ერთი შეხედვით, ეს უცნაურად ჩანს - უმუშევრობის ზრდა და ხელფასების სტაგნაცია, ძვირი ავტომობილების (ჰიბრიდები და ელექტრომობილები, შიდაწვისძრავიანებზე ძვირი ღირს) გაყიდვებს უნდა ამცირებდეს. მაგრამ გამოკვლევის დროს გამოვლინდა, რომ მყიდველთა 71 პრიცენტმა ახალი ავტომობილის შეძენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ეკონომიური ავტომობილის ყოლა სურს.
გამოკვლევის დროს ასევე გამოვლინდა, რომ ევროპელ ავტომფლობელთა დაახლოებით 68 პროცენტი, თავისი ავტომობილის მართვისას, საწვავის ეკონომიაზე მუდმივად ფიქრობს. ამასთან, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოების მთავარი საზრუნავი გარემო უნდა იყოს. 57 პროცენტს კი სურს, რომ ცხოვრების „მწვანე“ წესით ცხოვრობდეს.
გამოკითხვის შედეგების გადახედვისას, წარმოიქმნება ობიექტური კითხვა: თუკი საზოგადოება მწვანე ავტომობილებისადმი ასეთ ლოიალობას ავლენს, რატომაა, რომ ამ გამოკითხვის შემკვეთი კომპანია, ევროპაში არც ჰიბრიდებს ჰყიდის და არც ელექტრომობილებს.
„ჩვენმა გამოკვლევამ დაგვანახა, რომ ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ევროპელებს გარემოსადმი მეგობრული ავტომობილებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. „ფორდი“ ძალიან მონდომებულია, რომ ეს მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს“, - განაცხადა „ფორდის“ ევროპული შტოს ვიცე პრეზიდენტმა ბარბ სამარჯიჩმა, ვინც წარმოების განვითარების განყოფილებას კურირებს.

No comments:

Post a Comment