Wednesday, January 23, 2013

„კია“ ჟენევაში კონცეპტუალური ავტომობილით წარდგება

Kia Prepares a "Racy New Urban Concept" for the 2013 Geneva Auto Salon
23 იანვარი

ჟენევის მოტორ შოუზე, „კია“ ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელის ფოტო ტიზერებიც ინტერნეტით გაავრცელა. ჯერ მხოლოდ ესაა, რაც კორეულმა კომპანიამ გაგვიმხილა. სახელიც კი საიდუმლოდ შეინახა. განმარტებაში კი მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ესაა „ახალი საქალაქო კოლორიტული ავტომობილის“ კონცეპცია.



ერთი შეხედვით, ეს არის ჰეჩბეკი, თუმცა არაა გამორიცხული (გამოცემა უორლდ ქარ ფანს-ის ვარაუდით), რომ „კია“ სრულიად ახალ ავტომობილს ამზადებს, რომელიც ბაზრის ახალ, სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ ამ სეგმენტის გამორჩეული ფავორიტი ამჟამად „ნისან ჯუკია“, რომელსაც მალე რამდენიმე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.


ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორეული კომპანია თავისი ახალი კორპორატიული სტილის შემუშავებას იწყებს და ამ მიმართულებით, პირველი მერცხალი სწორედ ეს უსახელო კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც პროპორციებით და დაბერილი საბორბლე თაღებით, სწორედ „ჯუკს“ მოგვაგონებს.
ახალი კონცეპტუალური ავტომობილის გარდა, „კია“ ჟენევაში კიდევ ორ სიახლეს წარადგენს. ორივე სპორტულია - ჰეჩბეკების, „სიი’დ-ის“ და „პრო_სიი’დ-ის“ GT ვერსიები.

No comments:

Post a Comment