Thursday, January 17, 2013

ახალი „ფერარი“ შარშანდელის მსგავსი იქნება

New Ferrari to look similar to 2012 car – boss

17 იანვარი
ამას გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, ოღონდ არ აკონკრეტებს, მსგავსება გარეგნული იქნება, თუ კონსტრუქციული. ანუ, მანქანას ისევ კეხიანი ცხვირი ექნება, თუ - არა. FIA-მ გუნდებს იმის უფლება მისცა, რომ საფეხური, რომელიც მანქანის წინა ნაწილში, რეგლამენტის სპეციფიკური მითითების გამო გაჩნდა, სპეციალური დეტალით დაფაროს, რომლის ფუნქციაც მხოლოდ კეხის დამალვა იქნება.
„ესთეტიკური თვალსაზრისით, ახალი მანქანა შარშანდელისგან ძლიერ განსხვავებული არ იქნება“, - იტალიურ სპორტულ გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ამბობს დომენიკალი და დასძენს, რომ საინტერესო სიახლეები იქნება გამოსაბოლქვ არეში. რაც მთავარია, მარანელოელები სიახლეებს რეგლამენტის ზღვარზე ამუშავებენ.
„ტუტოსპორტთან“ საუბრისას, დომენიკალი ამბობს, რომ ახალი სეზონი შარშანდელზე გაცილებით რთული იქნება, რადგან შემდგომი სეზონისთვის ბევრი სიახლე შედის ძალაში, რასაც როგორც საინჟინრო, ასევე ფინანსური რესურსი დასჭირდება. მიზანი კი, როგორც ყოველთვის, ერთია - ჩემპიონობა.
დომენიკალი დარწმუნებულია, რომ სეზონის მეორე ნახევრიდან, ზოგი გუნდი, როგორც კი დარწმუნდება, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს, შემდეგი სეზნისთვის მზადებაზე გადაერთვება. „ფერარის“ შემთხვევაში, ასეთი საქციელი გამორიცხულია, რადგან „სკუდერრია“ ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს...

No comments:

Post a Comment