Thursday, January 17, 2013

„ჰიუნდაი“ ნურბურგრინგზე საკუთარ სატესტო ცენტრს შექმნის

Hyundai Building its Own Test Center at the Nürburgring Track
17 იანვარი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ჰიუნდაის“ ჯგუფი მსოფლიო ბაზრის მოწინავე ხუთეულში შევიდა. კორეული კომპანია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე იმტკიცებს პოზიციებს და გაყიდვებსაც მუდმივად ზრდის. თუ მისი პროდუქცია ადრე სიიაფით იზიდავდა მყიდველს, ახლა გარეგნულადაც მიმზიდველი გახდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მისი ავტომობილები კარგი სამართავიცაა და მცირე ხარჯითაც გამოირჩევა.

ყველა ამ მიღწევას განმტკიცება და განვითარება ესაჭიროება. ამიტომ, „ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ ნურბურგრინგის ავტოდრომის სიახლოვეს, სპეციალური, ტესტებისთვის განკუთვნილი ცენტრი ააშენოს. მშენებლობა, რომელიც 5.5 მილიონი ევრო დაჯდება, უკვე დაწყებულია. ცენტრი ტრასის შესასვლელთან ახლოს, 3050 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება.
„ჩვენი კომპანიის ახალი სატესტო ცენტრი, რომელიც ნურბურგრინგთან შენდება, იმის დასტურია, რომ ჩვენ მომხმარებლისთვის უკეთესი ავტომობილების მიწოდებაზე ვზრუნავთ. ევროპელი მყიდველისთვის მთავარი მართვის გაადვილება და მანევრულობის გაუმჯობესებაა. ეს ინვესტიცია, ჩვენს კომპანიას უკეთ აღქმადს და კონკურენტულს გახდის“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ალან რუშფორტი.
კორეული კომპანიის ინფორმაციით, ნურბურგრინგზე ტესტებისას მოპოვებულ ინფორმაციას, ქალაქ რიუსელსჰაიმში არსებული კვლევისა და განვითარების ცენტრი მიიღებს, რომლის ინჟინრებიც ავტომობილებს შესაბამის მოდერნიზაციას ჩაუტარებენ.

No comments:

Post a Comment