Sunday, January 6, 2013

„ფორდმა“ შარშან ამერიკაში 2 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა

Ford tops 2 million US sales in 2012
6 იანვარი

ამერიკის ბაზარზე, ყველაზე მეტ პიკაპს „ფორდი“ ჰყიდის, მისი F-150 სერიის პიკაპები წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სტატუსს. შარშან კი ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი - ცისფერი ოვალის ლოგოთი, ორ მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა და ამერიკის ბაზარზე, ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.


ჯერ გაყიდვების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებული არაა, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ „ფორდი“ ბრენდებს შორის ჩემპიონია. თანაც, არის ერთადერთი, რომელმაც ორმილიონიან ზღვარს გადააბიჯა და ეს ზედიზედ მეორედ შეძლო. ამგვარად, დირბორნული კომპანია ერთადერთია, რომელმაც ორმილიონიანი ზღვარი 2007 წლის შემდეგ გადალახა (თანაც უკვე ორჯერ).
მეორე ადგილისთვის, „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე მასობრივი ბრენდი „შევროლე“ და „ტოიოტა“ იბრძვიან. პირველს 11 თვეში ზუსტად 1 684 555 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, მეორეს კი - 1 674 802. მთლიანობაში კი გენერლების გაყიდვებმა ამავე პერიოდში 2.4 მილიონს მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილიც „ფორდისაა“. ესაა „ფოკუსი“ და მისი ვარიაციები, რომელთა გაყიდვებიც, წლის მონაცამებით, მილიონიან ზღვარს გასცდება. საინტერესოა ისიც, რომ ეს ერთადერთი ავტომობილია, რომელიც მილიონზე მეტი გაიყიდება. დაკიდევ, მსოფლიოს ათ ყველაზე გაყიდვად ავტომობილს შორის, სამი - „ფოკუსი“, „ფიესტა“ და F-სერიის პიკაპები, „ფორდის“ ემბლემას ატარებს.

No comments:

Post a Comment