Monday, January 7, 2013

საინსს დაკარის ლიდერობა დაუბრუნეს

Carlos Sainz given back Dakar lead after satellite investigation
7 იანვარი
სამხრეთ ამერიკაში, ლეგენდარული რალი მარათონი დაკარი მიმდინარეობს. ორი ეტაპის შემდეგ, რომლებიც პერუს გზებზე ჩატარდა, რბოლას ესპანელი კარლოს საინსი (რედ ბულ ბაგი, ფოტოზე) ლიდერობს, არადა უშუალოდ მეორე ეტაპის შემდგ, მოწინავე პოზიციაზე ფრანგი სტეფან პეტერანსელი (მონსტერ X-რეიდ მინი) იმყოფებოდა. ეკიპაჟთა განლაგებაში გაუგებრობა სატელიტური ანტენის გაუმართაობის გამო მოხდა.
პირველი, მოკლე ეტაპის შემდეგ, ლიდერი საინსი იყო, მეორეზე კი საუკეთესო დრო პეტერანსელმა დააფიქსირა. საინსმა კი ოც წუთზე მეტი იმის გამო დაკარგა, რომ გზა აებნა. ამის გამო, მან მე-11 დრო აჩვენა. მაგრამ რბოლის შემდეგ, მსაჯებმა მომხდარი განიხილეს და როგორც კი დამტკიცდა, რომ საინსს პრობლემები მის მანქანაზე GPS სისტემის დაზიანების გამო შეექმნა, მას დაკარგული დრო ჩამოაჭრეს. შედეგად, ესპანელმა მეორე დღის პროტოკოლის სათავეში გადაინაცვლა.
„ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იმ ადგილს (ვეიპოინტი), სადაც აპარატურას ჩვენი გავლა უნდა დაეფიქსირებინა, ალბათ სამჯერ მაინც ჩავუარეთ. სისტემა სწორ გზას გვიჩვენებდა და კარგა ხანს, აღმა-დაღმა არასწორი მიმართულებით ვიარეთ. უკვე ხელიც კი ჩაქნეული გვქონდა, რადგან სწორ გზას ვერ მივაგენით. გზა მაინც გავაგრძელეთ, თუმცა ეს ძალიან სარისკო იყო, რადგან ვეიპოინტზე არდაფიქსირების გამო, დროით ჯარიმას ვერ ავცდებოდით. მერე კი, როდესაც ამ წერტილს დაახლოებით 3 კილომეტრით გავცდით, აპარატურისგან მისი გავლის დადასტურება მივიღეთ“, - ყვება საინსი.

მეორე ეტაპის შედეგები
1. კარლოს საინსი (ესპანეთი, რედ ბულ ბაგი)                          2:32:15
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             +3:32
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  +5:58
4. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                    +8:15
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              +8:49
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          +12:56
7. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                              +15:00
8. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)         +17:08
9. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიჩი (პოლონეთი, X-რეიდ მინი)            +17:23
10. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                    +17:56

კლასიფიკაცია ორი ეტაპის შემდეგ
1. კარლოს საინსი (ესპანეთი, რედ ბულ ბაგი)                          2:55:15
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             +5:05
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  +7:43
4. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                    +8:51
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              +11:31
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          +14:38
7. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)         +17:32
8. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიჩი (პოლონეთი, X-რეიდ მინი)            +19:05
9. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     +20:53
10. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                             +22:20

No comments:

Post a Comment