Friday, December 21, 2012

„ლენდ როვერ DC100“ მალე „დეფენდერად“ მოგვევლინება

Production Version of Land Rover DC100 Etches Closer to Production
21 დეკემბერი
„ლენდ როვერმა“ რომ ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე კონცეპტუალური DC100 წარადგინა, ყველამ ის ახალი „დეფენდერის“ პირველ მერცხლად მიიჩნია. და ეს დამოკიდწბულება არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ბრიტანულმა კომპანიამ ეს მოსაზრება უარყო. უფრო მეტიც, „ლენდ როვერმა“ არაერთხელ განაცხადა, რომ კონვეიერზე დადგომამდე, DC100 აუცილებლად შეიცვლიდა სახეს.
მაგრამ იმავდროულად, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილს მთელი მსოფლიო მოატარა. ამ ვოიაჟის დროს, კომპანიის მარკეტოლოგებმა ბევრი ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან უმეტესად დადებით გამოხმაურებებს ღებულობდნენ. როგორც კომპანიის მთავარი დიზაინერი გერი მაკგოვერნი ამბობს, შეფასების მთავარი ჟესტი, ზევით აწეული ცერი იყო. ის დასძენს, რომ დაახლოებით 250 000 ადამიანი გამოიკითხა, რომელთა 90 პროცენტმაც ავტომობილი მოიწონა.
დიდი ალბათობით, ამ ავტომობილს ახალი „დეფენდერის“ სახელით გავიცნობთ. ბაზარზე ის 2015 წელს უნდა გამოვიდეს. მაკგოვერნის თქმით, ახალი „დეფენდერი“ „ლენდ როვერისთვის“ იგივე იქნება, რაც „რეინჯ როვერისთვის“ „ევოკია“. შესაბამისად, ახალმა ავტომობილმა ძველ „დეფენდერი“ უნდა შეცვალოს, რასაც გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვება. სხვათა შორის, თავისი არქაული გარეგნობისა და აღჭურვილობის მიუხედავად, „დეფენდერი“ მაინც იყიდება და ამას ძირითადად ის ფაქტი განაპირობებს, რომ კომპანია პერიოდულად მყიდველს მის სპეც ვერსიებს სთავაზობს ხოლმე.
„ლენდ როვერი“ გვპირდება, რომ ახალი „დეფენდერი“პრაქტიკულად არ დაკარგავს ძველის უგზოობის თვისებებს და იმავდროულად, უამრავი ახალი სისტემით აღიჭურვება, რაც მართვას აადვილებს. მაგალითად, სისტემა „ტერეინ რესპონსით“, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია ავტომობილის შასის და ტრანსმისიის უგზოობის პირობებისთვის მისადაგება.
დაბოლოს, მაკგოვერნი გვპირდება, რომ ახალი „დეფენდერი“ ერთადერთი ავტომობილი არაა, რომელსაც მისი კომპანია მალე მყიდველს შესთავაზებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ მალე თავის სამოდელო გამას 16 ავტომობილამდე გაზრდის.

No comments:

Post a Comment