Friday, December 21, 2012

„ტოიოტა ქემრიმ“ ამერიკული ქრეშ ტესტები ჩააგდო (ვიდეო)

IIHS subjects midsizers to tough new impact test, finds fault with Toyota
21 დეკემბერი
„ტოიოტა ქემრი“ ამერიკულ ბაზარზე სედანებს შორის უპირობო ლიდერია. მაგრამ შესაძლოა, ახალ „ქემრის“ პრობლემები შეექმნას და ეს იმის ბრალი იქნება, რომ ამ ავტომობილმა, ისევე როგორც ჰიბრიდულმა მინივენმა „პრიუსმა“, IIHS-ს (საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის) ქრეშ ტესტებზე უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
„ტოიოტას“ ორივე ავტომობილს სავალალო შედგები ჰქონდა IIHS-ს ახალი ტესტების დროს, რომლებიც სულ ოთხი თვეა, რაც ამოქმედდა. ამ ტესტების დროს, ავტომობილი 64 კმ/სთ სიჩქარით ეჯახება უძრავ ბარიერს. ამ ტესტს 25-პროცენტიანი გადაფარვის ქრეშ ტესტი ეწოდება, რადგან ავტომობილი, თავისი წინა ნაწილის სიგანის 25 პროცენტით ეჯახება ბარიერს.
ტესტების დროს, „ქემრის“ და „პრიუს V-ს“ სალონები მნიშვნელოვნად ზიანდებოდა. „ქემრის“ ტესტების დროს, უცხო სხეული სალონში აღწევდა და მნიშვნელოვნად ამცირებდა უსაფრთხოების ზონას. კერძოდ, ფეხების ზონაში, უძრავი კონსტრუქცია სალონში 37 სანტიმეტრის სიღრმეში შედიოდა. ამასთან, წინა საყრდენმა და მაჩვენებლების დაფამ 19-25 სანტიმეტრით შეიწია. სადგომის პედალის წანაცვლებამ კი 31 სანტიმეტრს მიაღწია. მძღოლის მკერდს ძლიერ მიუახლოვდა საჭის რგოლი, რაც საგანგაშოა.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ავარიისას, მძღოლი მრავალჯერად დაზიანებას მიიღებს. სათანდოდ ვერ მუშაობს უსაფრთხოების ფრონტალური ბალიში, რომლისგანაც მანეკენის თავი აისხლიტება და საჭის რგოლს, ან მაჩვენებლების დაფას ეჯახება. ამის მიზეზი ისაა, რომ საჭის რგოლი მგზავრის მხარეს წაინაცვლებს. სათანადოდ ვერც უსაფრთხოების ღვედები მუშაობს, რომლებიც მძღოლს სავარძელზე არასაკმარისად ამაგრებს.


თითქმის ასეთივე შედეგებით დასრულდა „პრიუს V-ს“. უფრო მეტიც, დადგინდა, რომ ამ ავტომობილზე, გვერდითა აირბალიშები გახსნას სავალალოდ აგვიანებს. ცუდი შედეგები აქვს „ფოლკსვაგენ ჯეტასაც“, რომელსაც აირბალიში საჭის რგოლიდან წყდება და ბუნებრივია, თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 25-პროცენტიანი გადაფარვის ქრეშ ტესტები ასევე კრახით აქვთ დასრულებული „აუდი A4-ს“ და „მერსედეს C-კლასს“.


ვიდეო

No comments:

Post a Comment