Sunday, December 9, 2012

„მაზდა“ CX-3-ს წარმოებისთვის ამზადებს


Mazda CX-3 details come to light
9 დეკემბერი

„მაზდა“ ახალ ქროსოვერზე მუშაობს - ამ ინფორმაციას გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ავრცელებს, რომელიც წყაროს დასახელებისგან თავს იკავებს. სავარაუდოდ, ავტომობილის სახელი იქნება CX-3 და ის კონკურენციას „ფორდ ეკოსპორტს“ და „ნისან ჯუკს“ გაუწევს. ინჟინრების მთავარი მიზანი, საწვავის ეკონომიური ხარჯვა და მართვის კარგი მახასიათებლები იქნება.

დაუსახელებელი წყარო იტყობინება, რომ ავტომობილის საბაზო ვერსია, ბენზინის 1.3-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. გარდა ამისა, ძრავების გამაში 1.6-ლიტრიანი დიზელიც შევა. იმავე წყაროს ცნობით, ავტომობილი მხოლოდ წინაამძრავიანი იქნება და მყიდველს სრულამძრავიან ტრანსმისიას არც შესთავაზებენ.
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ახალი, სუბკომპაქტური ქროსოვერის დიზაინი. ის ახლანდელი CX-5-ის (ფოტოზე) ფორმებს გაიმეორებს. თუმცა სავარაუდოდ, კორპორატიული დიზაინის ენა, სახელად „კოდო“, სრულყოფის მორიგ ეტაპს, ახალ ავტომობილთან ერთად გაივლის.
CX-3-ის კონცეპტუალურ ვარიანტს მომავალი წლის რომელიმე დიდ გამოფენაზე (ჟენევაში, ან ფრანკფურტში) ვიხილავთ, მისი გაყიდვები კი 2014 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment