Wednesday, December 12, 2012

„ლენდ როვერი“ ახალ ავტომობილს საუდის არაბეთში გამოუშვებს


All-new Land Rover to be built in Saudi Arabia
12 დეკემბერი
იაფი ალუმინის „ხათრით“, „იაგუარ ლენდ როვერი“ წარმოებას საუდის არაბეთშიც დაიწყებს. კერძოდ, ინდური „ტატას“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ, უკვე გააფორმა საუდის არაბეთის მთავრობასთან განზრახულობათა შეთანხმება, რომელიც არაბული მეტალურგიული კომპანიისგან ალუმინის ფურცლების შესყიდვას ითვალისწინებს. ამ ალუმინისგან, ძარისა და შასის ელემენტებს დაამზადებენ.

სავარაუდდ, ახალი ქარხანა მუშაობას 2015 წელს დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ პირველ რიგში, რომელ ავტომობილს გამოუშვებენ არაბულ ქარხანაში. სავარაუდოდ, ეს იქნება „ლენდ როვერის“ ახალი მოდელი, რომელსაც „რეინჯ როვერის“ პლატფორმაზე შეიმუშავებენ. ამ ავტომობილს, დაშლილი კომპლექტების სახით, ბრიტანეთიდან საუდის არაბეთში გაგზავნიან, სადაც ამ კომპლექტებს შასიზე ააწყობენ და მათზე ალუმინის ძარებს დადგამენ. დროთა განმავლობაში კი არაბულ ქარხანაში წარმოების სრული ციკლი ამოქმედდება.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ უკვე დაიწყო წარმოება ინდოეთში, ჩინეთში კი იქაურ პარტნიორ „ჩერისთან“ ერთად, მალე ახალ ქარხანას ააშენებს. ორივე ქარხანა ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე იმუშავებს. არაბეთში კი ბრიტანულ კომპანიას იაფი ალუმინი აინტერესებს, რისი წყალობითაც, წარმოების და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირება იქნება შესაძლებელი.
ალუმინის მიმწოდებელი გახდება კომპანია „ალკოასა“ და „საუდის არაბეთის მომპოვებელი კომპანიის“ ერთობლივი საწარმო, რომელიც რას ალ ხაირთან შენდება და მალე მსოფლიოში ალუმინის უდიდესი ქარხანა გახდება. ის სრულად 2014 წელს ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი „რეინჯ როვერის“ შასის მნიშვნელოვანი ნაწილი ალუმინისგან მზადდება. ამის წყალობით, გარდა იმისა, რომ ავტომობილის წონა (წინამორბედთან შედარებით) დაახლოებით 400 კილოგრამითაა შემცირებული, უფრო ხისტიცაა. ალუმინის მზიდი სტრუქტურა აქვს ასევე „იაგუარის“ ახალ XJ-ს.

No comments:

Post a Comment