Sunday, December 2, 2012

„ჰიუნდაი სანტა ფემ“ ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა (ვიდეო)

Hyundai Santa Fe Gets 5-Star Rating From NCAP
2 დეკემბერი

„ჰიუნდაის“ გამაში უგზოობის „სანტა ფე“ ბოლო ავტომობილია, რომელიც ახალ სტილზე გადავიდა. და განახლებულმა ავტომობილმა უკვე უსაფრთხოების ტესტებიც გაიარა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის არამხოლოდ თავისი დახვეწილი გარეგნობით მიიზიდავს მყიდველს. ახალმა „სანტა ფემ“ „ევრო NCAP-ის“ ტესტ პროგრამა გაიარა, რომელმაც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა და საბოლოო ჯამში, ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო.


ახალმა „სანტა ფემ“ საუკეთესო შეფასება (96%) ზრდასრულ მგზავრთა უსაფრთხოების შეფასებისას დაიმსახურა. ეს კი დამცავი აირბალიშების ინტენსიურად გამოყენების შედეგია. მაგალითად, ასეთი ბალიშის ერთი კომპლექტი მძღოლის მუხლებს იცავს. თუმცა, იმავე ტესტების დროს, შედარებით ნაკლები შეფასება მიიღო სავარძლებმა და საკისრეებმა, რომლებიც ავტომობილის უსაფრთხოებაში ყველაზე სუსტი წერტილები კია, თუმცა უკნიდან შეჯახებისას, დანიშნულებას მაინც სათანადოდ ასრულებენ.


ახალმა „სანტა ფემ“ კარგი თვისებები გამოავლინა ბავშვების უსაფრთხოების მხრივაც. ამ კომპონენტში შეფასება 89% იყო. სხვათა შორის, ავტომობილის შეძენისას, მყიდველს „ჰიუნდაის“ დილერი აფრთხილებს, რომ მგზავრის აირბალიში გათიშოს, როდესაც სავარძელზე საბავშვო სკამი მაგრდება. და ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი, გამომცდელებმა განსაკუთრებით დააფასეს.
ფეხმავლების უსაფრთხოების მხრივ, შეფასება 71 პროცენტია. ამ მხრივ, სისუსტეებად ჩაითვალა კაპოტის წახნაგი და საქარე შუშის ზედა კუთხე. სამაგიეროდ, მაღალი შეფასება მიიღო წინა ბამპერმა. გარდა ამისა, ავტომობილის უსაფრთხოებას აუმჯობესებს სტანდარტულ ეკიპირებაში შესული სისტემა ESP, ღვედების შეკვრის შეხსენების სიგნალი და სიჩქარის შემზღუდველი. ამ მხრივ, შეფასებამ 86%-ს მიაღწია. და ეს შეფასება უფრო მაღალიც იქნებოდა, ღვედების შეკვრის შეხსენების სიგნალი უკანა სავარძლებსაც რომ ჰქონოდა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment