Sunday, December 2, 2012

ფ1 შეიძლება თურქეთში დაბრუნდეს

Bernie in love with Turkey again
2 დეკემბერი

შესაძლოა, მალე ფორმულა ერთი თურქეთს დაუბრუნდეს. ეს მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთმა კიდვ ერთხელ თქვა უარი ფ1-ის დიდი პრიზის ჩატარებაზე. უფრო მეტიც, ისტანბულ პარკზე დაბრუნებას უკვე ფინანსური საფუძველიც გაუჩნდა.

თურქეთში ფ1-ის რბოლები 2005-2011 წლებში ჩატარდა. იქაური ტრასა, ამ საქმის გერმანელი სპეციალისტის, ჰერმან ტილკეს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მაგრამ სამწუხაროდ, რბოლა წამგებიანი გახდა, რაც იმანაც განაპირობა, რომ ტრიბუნები მხოლოდ ნაწილობრივ ივსებოდა ხოლმე.
ბრიტანულმა გამოცემა „დეილი ექსპრესმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფ1-ის შეფ ბერნი ეკლსტოუნს კალენდარში თურქული ეტაპის დაბრუნება სურს. და ეს მას შემდეგ, რაც ფრანგული ეტაპის აღდგენის გეგმა ჩაიშალა. უფრო მეტიც, ბერძნული ვებგვერდი „გოქარ.კომ“ იუწყება, რომ თურქეთის დიდი პრიზის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
და ამას სერიოზული საფუძველი აქვს. ტრასის მენეჯმენტის უფლება, ადგილობრივ ბიზნესმენ ვუალ აკს შეუძენია, ვინც ამბობს, რომ ბერნის წლებია, რაც იცნობს. ის მზადაა, რბოლის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად, საკუთარი ჯიბიდან 5 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ეკლსტოუნი 26 მილიონს მოითხოვს. თანხის ნაწილის, კერძოდ კი 13.5 მილიონის გადახდაზე, თურქეთის მთავრობა თანახმაა. „ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ 20 მილიონს მოვუყაროთ თავი“, - ამბობს აკი და იმედი აქვს, რომ ამ თანხას ბერნიც დათანხმდება.
თავის მხრივ, ბერნი ამბობს, ეს ის საკითხია, რომელსაც სიამოვნებით განვიხილავთო და დიდი შანსია იმისა, რომ თურქეთში დავბრუნდეთო...

No comments:

Post a Comment