Thursday, December 17, 2015

შემდეგი „რენო მეგან RS“ უფრო მცირე ძრავით აღიჭურვება

Renault’s next Megane RS to downsize
17 დეკემბერი
„რენოს“ სპორტულ დივიზიონ „რენოსპორტის“ კომერციულ დირექტორ რეჟის ფრიკოტის თქმით, ახალი თაობის „მეგან RS“ ახლანდელი ორლიტრიანი ძრავით აღარ აღიჭურვება. ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნულმა ძრავმა განვითარების პოტენციალი ამოწურა და მისი შემდგომი სრულყოფა, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცირებას აღარ გამოიწვევს.
ფრიკოტს არ დაუზუსტებია, თუ რა ძრავი ჩაანაცვლებს ძველს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე ნაკლები არ იქნება, რათა ახალმა „მეგან RS-მა“ თავის მეტოქეებთან კონკურენცია შეძლოს. სავარაუდოდ, ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელსაც ფრანგული კომპანია, „მეგან GT-სა“ და „კლიო RS-ზე“ იყენებს. ოღონდ, მათ შემთხვევაში, მისი სიმძლავრე, შესაბამისად 205 და 220 ცხენის ძალაა.
არაა გამორიცხული, რომ „მეგან RS-ისთვის“ ამ ძრავის მოცულობა 1.8 ლიტრამდე გაიზარდოს. სხვათა შორის, „მეგან RS-ის“ ახალი ძრავითვე აღიჭურვება ქვე-ბრენდ „ალპინის“ პირველი სპორტქარი, რომლისთვისაც მას ფორსირების სამი ხარისხი ექნება - 250, 275 და 300 ცხენის ძალით.
ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას, ფრიკოტი ხაზს უსვამს, რომ ძრავის სიმძლავრე მისი კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი არაა. ის იხსენბს, რომ „მეგან RS“ ყოველთვის კონკურენტებზე სუსტი ძრავით იყო აღჭურვილი. მაგრამ ნურბურგრინგზე რეკორდსმენი კარგა ხანს სწორედ ფრანგული ჰოტ ჰეჩბეკი იყო. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ეს იქნება რობოტიზებული ტრანსმისია, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით დაუკავშირდება. ახლანდლი „მეგან RS“ 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

No comments:

Post a Comment