Saturday, December 5, 2015

„ფერარის“ მომავალი დიზაინის სკოლების კონცეპტებში

Ferrari Shows Us The Future With Design School Concepts
5 დეკემბერი
„ფერარი“ მესამედ ატარებს მომავლის დიზაინის კონკურსს, რომელშიც სხვადასხვა სადიზაინო სკოლების სტუდენტების ნამუშევრები მონაწილეობს. პროექტები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ჟიურიმ უკვე შეარჩია ის 12 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა შორისაც საუკეთესოს დაასახელებს.



ჟიური ძალიან ავტორიტეტულია. მისი წევრები არიან „ფერარის“ დიზაინერები, ინჟინრები, ცნობილი კოლექციონერები და მრბოლები. მესამე კონკურსის ჟიურის წევრები არიან: პაოლო პინინფარინა, სებასტიან ფეტელი, ნიკოლა ბოარი, ფრანკო ჩიმატი, ალდო კოლონეტი, როდოლფო ჯაფინო როსი, ჯეი კეი, ფლავიო მანცონი, ნიკ მეისონი, ანდრეა მილიტელო და მარკ ნიუსონი.


კონკურსში, სახელად „ფერარი ტოპ დიზაინ სქულ ჩელენჯ“, რომელიც პირველად 2005 წელს ჩატარდა, მეორედ კი 2012 წელს, სულ ოთხი სადიზაინერო სკოლა მონაწილეობს. ესენია: დეტროიტის (აშშ), სეულის (სამხრეთ კორეა), პფორცჰაიმის (გერმანია) და ვალენსიენის (საფრანგეთი) სკოლები. ყოველი მათგანისგან სამ-სამი საუკეთესო პროექტი შეირჩა.




გამარჯვებულის გარდა, ასევე გამოვლინდება მეორე ჯილდოს - „პრემიო სპეჩალეს“ გამარჯვებული, რომელსაც „ფერარის“ ფეისბუკის გვერდს სტუმრები აირჩევენ. კონკურსის შედეგები 15 იანვარს გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment