Saturday, December 12, 2015

„ბენტლი“ დეტროიტის მოტორ შოუს გამოტოვებს

 Bentley Decides to Skip All U.S. Auto Shows in 2016
12 დეკემბერი
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ბენტლიმ“ გადაწყვიტა, რომ მომავალ წელს, შეერთებულ შტატებში გასამართი ყველა დიდი საავტომობილო შოუ გამოტოვოს. ქრიუელებს სურთ, რომ თავიანთ ამერიკელ დილერებთან, რომელთა რიცხვმაც 45-ს მიაღწია, თანამშრომლობა გააუმჯობესონ და ამ ეტაპზე, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გაამახვილონ.
სხვათა შორის, დეტროიტის მომავალი შოუ პირველი არაა, რომელსაც „ბენტლი“ გამოტოვებს. ბრიტანულმა კომპანიამ ახლახანს ლოს ანჯელესის ავტო შოუც გამოტოვა. სხვათა შორის, ნოემბერში ბრიტანული კომპანიის ამერიკული გაყიდვები 19 პროცენტით შემცირდა, თუმცა გამოფენის გამოტოვებასთან ეს კავშირში არაა.
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანია, ამჟამად წარმოებისთვის თავის ისტორიაში პირველ უგზოობის მოდელს, „ბენტაიგას“ ამზადებს. მისი გაყიდვების დაწყების მომენტში (გაზაფხული), ეს იქნება ყველაზე მდიდრული და ძვირი უგზოობის სერიული ავტომობილი. და რა თქმა უნდა, „ბენტაიგა“ შეერთებულ შტატებშიც გაიყიდება, რადგან იქ უგზოობის ავტომობილები განსაკუთრებით პოპულარულია.
იმ ადგილს, რომელიც „ბენტლის“ უნდა დაეკავებინა, რამდენიმე კომპანია გაინაწილებს. მათ შორისაა „ასტონ მარტინი“, რომელიც ბოლო ათ წელიწადში პირველად მიიღებს მონაწილეობას დეტროიტის შოუში. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობი, გეიდონელები გამოფენაზე სრულიად ახალი ავტომობილით წარსდგებიან, თავიანთი მიმდინარე გამით მოიწონებენ თავს.
„ბენტლის“ მსგავსად, დეტროიტულ ფორუმს კიდევ ორი ბრიტანული კომპანია - „იაგუარ ლენდ როვერი“ და „მინი“ დააკლდება. მიზეზი სხვადასხვაა. პირველმა ახლახანს ლოს ანჯელესის შოუზე თავისი უახლესი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია ვერსია წარადგინა და ამავე ავტომობილის ზედიზედ მეორედ, პრაქტიკულად იმავე ბაზარზე ჩვენება მეტისმეტ ფუფუნებად ჩათვალა. მათ გარდა, პალ ექსპოში მისული დამთვალიერებელი ვერც „ტესლას“ იხილავს.

No comments:

Post a Comment