Friday, December 11, 2015

„რენო-ნისანმა“ საფრანგეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია

Renault-Nissan reaches deal with France, ending power struggle
11 დეკემბერი

„რენომ“, „ნისანმა“ და საფრანგეთის მთავრობამ რვათვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მონაწილეობა ავტო მწარმოებელთა ალიანსის მართვაში შეიზღუდება. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობის წილის ჭერი, ხმის უფლების მქონე აქციებში, 17.9 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, „რენოს“ აქციონერთა არასტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იმავე მთავრობის წილი 20 პროცენტი იქნება.
გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს, რომ საფრანგეთის მთავრობას, „ნისანის“ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ ექნება. ცნობისათვის, „რენო“ იაპონური კომპანიის აქციების 43.4პროცენტის მფლობელია, „ნისანს“ კი ფრანგული კომპანიის ხმის უფლების არმქონე აქციების 15 პროცენტი ეკუთვნის.
მხარეებს შრის უთანხმოება აპრილში წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა, მთავრობის წილი „რენოს“ აქციებში, დროებით გაზარდა 15-დან 20 პროცენტამდე. შესაბამისად, გაიზარდა მთავრობის ხმის უფლებაც. უფრო მეტიც, მთავრობას ეს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას, ვეტოს უფლებას ანიჭებდა.
ცნობისათვის, „რენოსა“ და „ნისანს“ შორის ალიანსი 1999 წელს ჩამოყალიბდა, როცა ფრანგულმა კომპანიამ იაპონური კომპანიის აქციების შესყიდვით, ის გაკოტრებისგან იხსნა. მას შემდეგ, „ნისანი“ სწრაფად განვითარდა და ამჟამად, ალიანსში საინჟინრო და სხვა მნიშვნელოვან სეგმენტებში, ალიანსის წამყვან ძალადაც ჩამოყალიბდა.

No comments:

Post a Comment