Tuesday, December 1, 2015

ალონსოს აბუ დაბიში ერთ-ერთი საუკეთესო დრო ჰქონდა...

Alonso close to fastest lap with “full deployment”
1 დეკემბერი
„მაკლარენმა“ მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა, თუმცა სეზონის მიწურულს, თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა. ოღონდ, არა აბუ დაბის რბოლაში გამარჯვების მხრივ. რბოლის მიწურულს, ფერნანდო ალონსოს უსწრაფესი წრის დაფიქსირების რეალური შანსი ჰქონდა. მისი თხოვნით, „ჰონდამ“ აგრეგატი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ამუშავა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, მეორე უსწრაფესი წრის დაფიქსირება შეძლო!
რბოლის მიწურულს, ალონსოს მანქანა სუპერ სოფტ საბურავებზე დააყენეს, რისი წყალობითაც, ლუის ჰამილტონის უსწრაფეს წრესთან მან მხოლოდ 0.279 წამი წააგო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა თავისი დრო ფინიშამდე რვა წრით ადრე, სოფტ საბურავებით დააფიქსირა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ სეზონის საუკეთესო პილოტის და სებასტიან ფეტელის გარდა, ესპანელისთვის სხვას არავის უჯობნია.
„მაკლარენის“ სარბოლო შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ ალონსოს ამ შედეგმა, შეიძლება ითქვას, მისი გუნდი ხასიათზე მოიყვანა. „აქაურ მოსახვევებში ჩვენი სიჩქარე აღნიშვნას იმსახურებს. რბოლის ბოლო ხუთ წრეზე, ალონსოს მანქანისძრავი შეზღუდვებისგან სრულად გავათავისუფლეთ. და მას ვუთხარით, რომ დარჩენილ დისტანციაზე მაქსიმალური სიამოვნება მიეღო. და ვთხოვეთ დაკვირვებოდა, როგორ იმუშავებდა მანქანა მაქსიმალური კონფიგურაციით“, - ყვება ბუიე.
მისივე თქმით, შედეგები აღმაფრთოვანებელია. ალონსომ თავისი საუკეთესო დრო - 1:44.796, ფინიშამდე 3 წრით ადრე დააფიქსირა. მასზე უკეთესი წრე მხოლოდ ჰამილტონს და ფეტელს ჰქონდათ, რომლებმაც მე-2 და მე-4 ადგილები დაიკავეს. ალონსო კი მე-17 ადგილს დასჯერდა, რაც იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ რბოლის დასაწყისში, პასტორ მალდონადოსთან ავარია მოუვიდა, რომელშიც სტუარდებმა ესპანელი დაადანაშაულეს და პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს.

No comments:

Post a Comment