Tuesday, December 8, 2015

„პეჟო 2008DKR“ სებასტიან ლოების დაკარული კამპანიისთვის

Sebastien Loeb’s 2016 Peugeot 2008DKR Has Been Revealed
8 დეკემბერი
ამ ავტომობილის სახელია „პეჟო 2008DKR“. როგორც აბრევიატურა მიგვანიშნებს, ის დაკარის რალი მარათონზე საასპარეზოდ არის შექმნილი. ამ ავტომობილით, ფრანგული კომპანიის საქარხნო გუნდმა, წლევანდელ დაკარზე იასპარეზა. ყოველგვარი წარმტების გარეშე. თუმცა ამჯერად ლომებმა მოდიფიკაცია ჩაუტარეს და საჭესთან თვით სებასტიან ლოები მიიწვიეს, ვინც სტეფან პეტერანსელის, სირილ დესპრეს და კარლოს საინსის თანაგუნდელი იქნება.
განახლებული 2008DKR პირველ ვერსიაზე გაცილებით განიერი, დაბალი, მძლავრი და სწრაფია. საყურადღებო ფაქტია, რომ ავტომობილის სახურავი ნაცრისფრად შეიღება, რათა არგენტინული ზაფხულის მზის სხივები აირეკლოს - დაკარის რბოლისას, უდაბნოში ტემპერატურა +50 გრადუსზე მეტი იქნება, რაც კოკპიტში მყოფთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს. ამიტომ, ყოველი შემცირებული გრადუსი, მათს შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
ინჟინრებმა ავტომობილის დამატებითი გაბარიტები, გვერდებში სათადარიგო საბურავების შესანახად გამოიყენეს. თანაც, ბორბლები ძარის ელემენტებითაა დაფარული და აეროდინამიკას არ აფუჭებს. რაც მთავარია, მათ შეძლეს სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევა, რაც ავტომობილის მდგრადობას და მართვადობას გააუმჯობესებს.
2008DKR კვლავ უკანა ამძრავიან ავტომობილად დარჩა. ასეთი შეთანწყობის წყალობით, შესაძლებელი გახდა კლირენსის მაქსიმალურად აწევა. ამგვარად, სრულ ამძრავიანი სარბოლო „მინისგან“ განსხვავებით, „პეჟოს“ ავტომობილი სწორ მონაკვეთებს უფრო სწრაფად გაივლის და ამ დროს, არც დიდი ზომის წინაღობები შეუშლის ხელს.
„პეჟო სპორტის“ დირექტორი ბრუნო ფამენი ამბობს, რომ თუ მანქანა ისევე კარგად იმუშავებს, როგორც გამოიყურება, მაშინ დაკარის ტიტულისთვის ბრძოლაც რეალური იქნება. ამაში კი მათ თავიანთი ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი პილოტების იმედიც უნდა ჰქონდეთ. ასეა თუ ისე, ბოლო ოთხი დაკარის ტრიუმფატორ „მინის“ დამარცხება ძნელი ამოცანა იქნება.
დაკარის 38-ე რბოლა სტარტს ბუენოს აირესში, 2 იანვარს აიღებს როსარიოში, 16 იანვარს დასრულდება.

No comments:

Post a Comment