Monday, December 14, 2015

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას განიხილავს

Alfa Romeo considering return to F1
14 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ალფა რომეო“ კვლავ ვიხილოთ ფორმულა 1-ში. „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს თქმით, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიდის. ფ1-ში დაბრუნება, მილანური ბრენდის გააქტიურების გეგმის შემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს.
მარკიონე თვლის, რომ ფ1-ში, „ფერარის“ (რომელიც ასევე ფიატ კრაისლერს ეკუთვნის) და „მერსედესის“ მეტოქედ დაბრუნება, „ალფას“ პრემიუმ სეგმენტში, სადაც მალე რამდენიმე ახალ მოდელს გამოუშვებს, იმავე „მერსედესთან“, „აუდისთან“ და „ბეემვესთან“ კონკურენციაში დაეხმარება. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელი „ალფა რომეო“ კვლავაც ხალხშის გულებშია. ეს ფორმულა 1-ში დაბრუნებისკენ გვიბიძგებს“, - ამბობს მარკიონე.
„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ის პირველი გამარჯვებულია. მისივე მანქანთ, მსოფლიო ჩემპიონის პირველი ორი ტიტული იქნა მოპოვებული - 1950 წელს ჩემპიონი იტალიელი ჯუზეპე ფარინა გახდა, 1951 წელს კი - არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო. ამავე სეზონებში, „ალფას“ ბოლიდებით მოასპარეზე პილოტებმა, ათი რბოლა მოიგეს. 1960-იან და 1970-იან წლებში, „ალფა რომეო“ ფ1-ში ძრავების მიმწოდებლად იყო, 1979-1985 წლებში კი საკუთარი გუნდით ასპარეზობდა, თუმცა მიღწევების გარეშე.
გასულ სეზნში, „ალფა რომეოს“ ლოგო ფ1-ში კვლავ გამოჩნდა - ის „ფერარის“ ბოლიდებს ამშვენებდა.

No comments:

Post a Comment