Thursday, November 19, 2015

„რეინჯ როვერის“ უჩვეული საიუბილეო აქცია ჩინეთში

Range Rover Drives Over Origami Bridge to Celebrate 45th Anniversary in China
19 ნოემბერი
45 წელი შესრულდა, რაც „ლენდ როვერი“ უგზოობის მდიდრულ ავტომობილ „რეინჯ როვერს“ უშვებს და ეს თარიღი ბრიტანულმა კომპანიამ ახლახანს უჩვეულო აქციით, ჩინეთის ისტორიულ ქალაქ სუჯოუში აღნიშნა, რომელიც აღმოსავლეთის ვენეციის სახელით და უამრავი ხიდითაა ცნობილი. იქ „ლენდ როვერმა“ გუანჯოუს მოტორ შოუს დაწყებამდე „შეიარა“.
ბრიტანული კომპანიის მარკეტოლოგებმა უცნაური რამ მოიფიქრეს. მათ ხმელეთზე ააგეს მცირე ხიდი, რომლის კონსტრუქციაც მხოლოდ ქაღალდით შეიკრა. თანაც კონსტრუქციის შესაკრავად, წებოც კი არ გამოუყენებიათ. და ამ ხიდზე... იუბილარმა, „რეინჯ როვერმა“ გაიარა. ეს ავტომობილი ბაზარზე 1970 წელს გამოვიდა. როცა უგზოობის ლუქს ავტომობილის სეგმენტი არც კი არსებობდა.

1989 წელს „რეინჯ როვერი“ გახდა პირველი უგზოობის ავტომობილი, რომელიც სისტემა ABS-ით აღიჭურვა, 1992 წელს კი მის ეკიპირებაში ელექტრონული ტრექშნ კონტროლი და ელექტრონული პნევმო საკიდარი შევიდა. 2012 წელს გამოვიდა მეოთხე თაობის „რეინჯ როვერი“, რომელიც მსოფლიოში პირველი უგზოობის ავტომობილია, რომლის სტრუქტურაც მთლიანად ალუმინისაა. ალუმინიზაციამ, ავტომობილი წინამორბედთან შედარებით, 420 კილოგრამით შეამსუბუქა.

„ქაღალდის ხიდებს, რომლებიც ადამიანის წონას უძლებს, ადრეც აგებდნენ, მაგრამ ამის მსგავსი არასდროს არავის გაუკეთებია. ამ კონსტრუქციის ასაგებად, უმაღლესი საინჟინრო აზროვნება გამოვიყენეთ, ისეთივე, როგორითაც „რეინჯ როვერია“ შექმნილი. აღფრთოვანება გამოიწვია იმან, თუ რა მარტივად გაიარა ამ მანქანამ ხიდის თაღი“, - ამბობს ქაღალდის ხიდის პროექტის ავტორი სტივ მესამი.

No comments:

Post a Comment