Saturday, November 28, 2015

როსბერგის ზედიზედ მეექვსე პოული

Motor racing-Six of the best for pole sitter Rosberg
28 ნოემბერი
წლევანდელი სეზონის ბოლო ეტაპის, აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. „მერსედესის“ გერმანელმა პილოტმა ზედიზედ მეექვსე პოული მოიპოვა და თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, 50-ს მოპოვების საშუალება ისევ არ მისცა. როსბერგმა პოული კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ბოლო ცდით მოიპოვა. არადა, რამდენიმე წამით ადრე, ის ჰამილტონმა ჩამოაქვეითა.

„მერსედესის“ პილოტები მეთხუთმეტედ დადგებიან სასტარტო მოწინავე რიგში, რაც რეკორდული მიღწევაა. რბოლასაც თუ ასევე დაასრულებენ, ამ სეზონში ეს მათი მე-12 დუბლი იქნება. და მათ ამის რეალური შანსი აქვთ, რადგან მთავარი მეტოქე, სებასტიან ფეტელი, ვინც ერთადერთმა შეძლო წელს სამქიმიანთა დამარცხება, პელოტონის უკანა რიგებში დადგება.

ფეტელს ხელი მოეცარა, რაც მისი გუნდის დაუდევრობის ბრალია - „ფერარიში“ ჩათვალეს, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის მიერ ნაჩვენები დრო საკმარისი იქნებოდა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ როცა ფეტელმა ბოლო ხუთეულში ამოჰყო თავი, სიტუაციის გამოსწორება უკვე გვიანი იყო. „მისი მესამე ადგილი“ კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომლის გვერდზეც სტარტზე ადგილს სერხიო პერესი დაიკავებს. მექსიკელი აბუ დაბიში ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა და რბოლაში კვარცხლბეკისთვის იბრძოლებს.

აბუ დაბის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:40.237
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:40.614
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:41.051
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:41.184
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:41.444
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:41.656
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:41.686
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:41.759
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:41.933
10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                1:42.708
- - - - - - - - - -
11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:42.521
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:42.668
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:42.807
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:43.614
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 დროის გარეშე
- - - - - - - - - -
16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                  1:42.941
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:43.187
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:43.838
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:46.297
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:47.434

No comments:

Post a Comment