Wednesday, September 16, 2015

როსბერგი სინგაპურში ახალ ძრავს გამოიყენებს

Rosberg to take new engine in Singapore
16 სექტემბერი
ნიკო როსბერგი სინგაპურის დიდ პრიზზე ახალ მოდიფიცირებულ აგრეგატს გამოიყენებს. „მერსედესს“ ჯერ არ დაუდგენია იმის მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მონცაზე პრაქტიკებისას, უახლესი აგრეგატის გაგრილების სისტემის დაზიანება, რის გამოც, ის ძველი სპეციფიკაციის აგრეგატით შეცვალეს. ის კი როსბერგს რბოლის მიწურულს დაეწვა, რის გამოც, ის იტალიიდან უქულოდ დაბრუნდა.
პრაქტიკისას დაზიანებული ახალი ძრავის პირველმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ გუნდმა ჯერ არ იცის, მომხდარის გამო, აგრეგატის მახასიათებლები გაუარესდა, თუ არა. არც ისაა გამორიცხული, რომ გაგრილების სისტემის დაზიანებას, სხვა მიკრო დაზიანებაც გამოეწვია. ეს კი აგრეგატის გამძლეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ამ ძალურ დანდგარს სინგაპურში დაქოქავენ, სადაც დაწვრილებით შეამოწმებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, შესაძლებელი არის თუ არა მისი გამოყენება და თუ შესაძლებელია, როდის დააყენებენ როსბერგის მანქანაზე. არაა გამორიცხული, რომ გერმანელმა მრბოლმა ის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენოს კიდეც, თუმცა რბოლისთვის აუცილებლად გამოცვლიან.
ამ გაურკვევლობის გამო, სინგაპურში როსბერგი თავისი მეოთხე ძალური დანადგარის გამოყენებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, ესეც უახლესი სპეციფიკაციის აგრეგატი იქნება, რომელიც სამქიმიანებმა იტალიური ეტაპისთვის მოამზადეს. რამდენადაც სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპია დარჩენილი, როსბერგს ორი ძრავი დასჭირდება. თუ მონცაზე დაზიანებული აგრეგატი გამოადგა, ხომ კარგი. მაგრამ თუ ის დაიწუნეს, ან ნაადრევად გამოვა მწყობრიდან, მაშინ „მერსედესის“ მრბოლს სეზონის ლიმიტის გადაჭარბება მოუწევს. ეს კი ნიშნავს, რომ რომელიღაც რბოლის სტარტზე 10 ადგილს დაკარგავს, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში არ გამოადგება.

No comments:

Post a Comment