Wednesday, September 2, 2015

„პეჟო ფრაქტალი“ - ელექტრული კუპე-კაბრიოლეტი

Peugeot Fractal Is A 201HP Electric Coupe-Cabriolet
2 სექტემბერი
„პეჟომ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, კუპე-კაბრიოლეტი „ფრაქტალი“ გაგვაცნო, რომლის პრემიერასაც მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ფრანგლი კომპან ამ ავტომობილ აღწერს, როგორც „პერსპექტიულ საქალაქო ელექტრულ კუპეს“, რომელიც „პეჟო i-კოკპიტის“ იდეის ევოლუციურ ვერსიასაც წარმოგვიდგენს.
ავტომობილი ეკიპირებულია „9.1.2“ ხმოვანი სისტემით, რომლის ბას სპიკერებიც, სავარძლების უკან არის ჩამონტაჟებული და გართობის გარდა, მძღოლისთვის ინფორმაციის მიწოდებასაც ემსახურება. კონცეპტი „ფრაქტალი“ ასევე გამოირჩევა ხმოვანი მისალების სისტემით, რომელიც მაშინ ირთვება, როგორც კი პატრონი სმარტ-საათის დახმარებით, შორიდანვე გააღებს კარს. ეს სისტემა ხმების დიზაინერ ემონ ტობინის მიერაა შემუშავებული და ის მაშინაც ირთვება, როცა ავტომობილს გზაზე ფეხმავალი, ან ველოსიპედისტი ხვდება.
კონცეპტუალური ავტომობილის სალონი ასევე აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრაფიული ეკრანით და 45 გრადუსით დახრილი პოლიკარბონატის დაფით, რომელიც დამტებით ინფორმაციას იძლევა და ასევე სიღრმის შთაბეჭდილებას ქმნის. „პეჟო“ ამბობს, რომ კონცეპტი „ფრაქტალი“, იდეების ინკუბატორია. სხვათა შორის, კონცეპტის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული 3D პრინტერზე დამზადებული დეტალები. ასეთი დეტალები, ინტერიერის ზედაპირების დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს.

კონცეპტი პატარა ავტომობილია. მისი სიგრძე 3800 მილიმეტრია, სიგანე 1770 მილიმეტრი. „ფრაქტალს“ ძალიან მცირე გადმონაშვერები აქვს, რაც მის მანევრულობას აუმჯობესებს. ეს პატარა ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას. ავტომობილს აქვს მოსახსნელი სახურავი, რისი წყალობითაც, კუპე სწრაფად გარდაიქმნება კაბრიოლეტად.
დაბოლოს, „ფრაქტალი“ აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით, რომლებიც წინა და უკანა ღერძებზეა განლაგებული. თითოეული 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტრო ენერგიით მათ ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 30 კილოვატსაათია. ეს კი 450 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. კონცეპტი მხოლოდ 1000 კილოგრამს იწონის. ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 6.8 წამი სჭირდება.

ავტომობილი ცვალებადი კლირენსითაც გამოირჩევა. მაგისტრალზე მოძრაობისას, გზიდან დაშორება მხოლოდ 70 მილიმეტრია, რაც აეროდინამიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ენერგიის მოხმარებასაც ამცირებს. ქალაქსა და ცუდ გზებზე, კლირენსი 110 მილიმეტრამდე იზრდება.

No comments:

Post a Comment