Thursday, August 6, 2015

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ნურბურგრინგზე ტესტებისას ვიდეოში გადაიღეს

2016 Range Rover Evoque Cabrio Filmed Undergoing Nurburgring Testing
6 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკს“ ბევრი ღირსება აქვს - თავისი კომპაქტური გაბარიტების წყალობით, ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ადვილად იკვლევს გზას, და უგზოობაშიც „შინაურია“. რა თქმა უნდა, საკმაოდ კოხტადაც გამოიყურება - ბევრი თვლის, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ბევრი ცვლილების გარეშე დააყენეს კონვეიერზე. რაღაც ხომ არ აკლია? ღია ვერსია? ესეც მალე იქნება.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ადრე დაადასტურა, რომ მალე „ევოუკის“ ღია ვერსიის წარმოებას დაიწყებს. მას შემდეგ, ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ გავრცელებულა. ცნობილია, რომ სატესტო პროტოტიპი, კამუფლირებულ ფორმაში, ნურბურგრინგზე გადის ტესტებს. ახლახანს კი იქვე სარეკლამო ვიდეო რგოლში გადაიღეს.
უგზოობის ავტომობილი სახურავის გარეშე იშვიათობაა. უფრო ხშირად აწარმოებენ ნახევრად ღია ავტომობილებს, ეგრეთ წოდებული რეგტოპ ძარით, რომელსაც მხოლოდ სახურავის ზედა ნაწილი ეხსნება და უფრო ახლოსაა პანორამულ სახურავთან, ვიდრე კაბრიოლეტთან. მაგრამ „ლენდ როვერი“ „ევოუკის“ ნამდვილ კაბრიოლეტ ვერსიას ამზადებს.
სატესტო ავტომობილს სტანდარტული „ევოუკისგან“ საბარგულზე მოთავსებული დიდი ზომის სპოილერი გამოარჩევს - კაბრიოლეტებს როგორც წესი, უკანა ბორბლების ჩაჭიდება შემცირებული აქვთ ხოლმე, რადგან ძარას ფორმა აქვს შეცვლილი და შესაბამისად, აეროდინამიკაც აგაუარესებულია. ამ პრობლემას კი სპოილერი აგვარებს.
სხვათა შორის, ამ პრობლემის გამო, „აუდის“ პირველი თაობის TT-ს როდსტერისძარიანი ვერსიის სრული გაწვევა მოუწია, რათა დიდი ზომის სპოილერით აღეჭურვა. ამის გარეშე, ავტომობილის უკანა ნაწილი განტვირთული იყო, რაც მის მართვას აუარესებდა. გარდა ამისა, სახურავის გარეშე, ავტომობილის სტრუქტურის სიმტკიცე უარესდება, რის გამოც, მის კონსტრუქციას დამატებითი ელემენტებით აძლიერებენ. ეს კი წონის გაზრდას იწვევს. ამიტომ, მწარმოებლები კაბრიოლეტებისთვის, მრავალშრიან რბილ მოსახსნელ სახურავს ამჯობინებენ. ასე იქნება „ევოუკის“ შემთხვევაშიც, რომლის ღია ვერსიაც, სამკარიანი კუპეს ბაზაზე მომზადდა.

No comments:

Post a Comment