Tuesday, July 14, 2015

ჩინურმა კომპანიამ ნაჭუჭისებრი დასაკეცი გარაჟი გამოიგონა

Chinese Company Invents Cocoon Garage That Wraps Around the Car
14 ივლისი
მჟავიანი წვიმები, სეტყვა, ხეების ნარჩენები და ჩიტების გამონაყოფი, ძლიერ აზიანებს ავტომობილების ძარებს და მათ კოროზიისადმი მიდრეკილს ხდის. ჩვენში ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია კერძო გარაჟებით, რომლებიც ამახნჯებს ქალაქების იერსახეს. თანამედროვე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დახურული სადგომები აქვს. მაგრამ ავტომობილების დიდ უმეტესობას მაინც ღია ცის ქვეშ დგომა უწევს.
ჩინურმა კომპანიამ შეიმუშავა ახალი ტიპის გარაჟი, რომელიც სიცარიელისას იკეცება და იმის ნახევარ ადგილს იკავებს, ვიდრე მაშინ, როცა მასში ავტომობილი თავსდება. გარედან ეს გარაჟი ლოკოკინას ნაჭუჭს ჰგავს. მასში ავტომობილი ადვილად შედის, შემდეგ ავტომობილს მძღოლი დატოვებს, რომელიც ავტომობილის გასაღებზე არსებულ შესაბამის ღილაკს აჭერს თითს და... ნაჭუჭი ავტომობილს მთლიანად ფარავს.
დასაკეც გარაჟს ერთი ნაკლი აქვს - ძალიან კომპაქტურია და მასში კომპაქტური ავტომობილის დაყენებაც კი საკმაოდ რთული იქნება. თუმცა შესაძლებელი იქნება გარაჟის სხვადასხვა გაბარიტების მქონე ავტომობილებისთვის დამზადება. თუმცა პრემიუმ და მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების მფლობელებს, სადგომის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ ხოლმე. რაც მთავარია, დასაკეცი გარაჟი კომპაქტურია და მისი გადატანა არ იქნება ძნელი.

No comments:

Post a Comment