Friday, July 3, 2015

სილვერსტოუნზე უსწრაფესი როსბერგია

Motor racing-Rosberg fastest in British GP practice
3 ივლისი
ბრიტანელი მაყურებლისთვის გასაკვირად და გულდასაწყვეტად, ბრიტანული დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დროები ნიკო როსბერგს ჰქონდა. მისი თანაგუნდელი და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი კი არასაკმარის სიჩქარეს უჩიოდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ის მეორე პრაქტიკის შემდეგ იყო, რომელზეც „ფერარის“ ორივე პილოტმა აჯობა.
აღსანიშნავია, რომ პირველ პრაქტიკაზე როსბერგმა, ვისაც ბოლო ოთხი რბოლიდან სამი აქვს მოგებული, მხოლოდ ხუთი წრის გავლა მოასწრო, როცა მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდა. კოლოფი შესაცვლელი გახდა, რადგან ჰიდრავლიკური სისტემა დაუზიანდა. საბოლოოდ, მან მხოლოდ 12 წრის გავლა მოასწრო, თუმცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რომელმაც 26 წრის გავლა მოახერხა, მაინც 0.07 წამი მოუგო.
„მანქანა საერთო ჯამში კარგია, მაგრამ ამაზე სწრაფად წრის გავლას ვერ ვახერხებ“, - განაცხადა ჰამილტონმა, რომელიც პირველ პრაქტიკაზე, მოსახვევ სტოუში დატრიალდა. მისმა მექანიკოსებმა მანქანის რეგულირების რამდენიმე ვარიანტი სცადეს, მაგრამ ამაოდ.
კარგად იასპარეზა კიმი რაიკონენმა, რომელმაც თავის იუბილარ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს (28 წლის გახდა) ორივე სესიაზე აჯობა. ძირეულად განხლებული ავტომობილით იასპარეზეს „ფორს ინდიას“ პილოტებმა. ასევე განახლებული მანქანით გამოვიდნენ „მაკლარენის“ პილოტები, თუმცა ინდური გუნდისგან განსხვავებით, მათ შედეგებზე ეს დადებითად ჯერ არ აისახა. კითხვაზე, გაივლიდა თუ არა კიდევ ერთ წრეს, ჯენსონ ბატონმა უპასუხა: „არა, მანქანას სტაბილურობა აკლია, ის მუდმივად ხტუნაობს“.
პირველ პრაქტიკაზე, „უილიამსის“ ბოლიდით სუზი ვოლფმა იასპარეზა, რომელმაც სესია მე-13 დროით დაასრულა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:34.274
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:34.344
3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:35.530
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:35.588
5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:35.669
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:35.739
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:35.818
8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:35.876
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:36.157
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:36.469
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:36.855
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:36.889
13. სუზი ვოლფი (ბრიტანეთი, უილიამსი)                   1:37.242
14. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             1:37.262
15. რაფაელე მარჩელო (იტალია, ზაუბერი)                  1:37.372
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:38.080
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:38.222
18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.860
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:38.981
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:40.477

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:34.155
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:34.502
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:34.552
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:34.621
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:35.009
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:35.153
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:35.300
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:35.387
9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:35.866
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:36.147
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)         1:36.164
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:36.183
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                     1:36.351
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:36.728
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:36.731
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:36.822
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:37.196
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:37.327
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:38.279
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)       1:39.878

No comments:

Post a Comment