Saturday, June 20, 2015

„მერსედესის“ პოულების ერთი წელი

Motor racing-Hamilton makes it a year of Mercedes poles
20 ივნისი
სწორედ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მერსედესს“ კვალიფიკაცია მოუგეს. ეს შარშან, ავსტრიის დიდ პრიზზე, ფელიპე მასამ შეძლო. საუკეთესო დრო ისევ ლუის ჰამილტონს ჰქონდა, ვისთვისაც ეს ბოლო რვა რბოლაში მეშვიდე პოულია. ამგვარად, მოქმედ ჩემპიონს კარიერაში უკვე 45 პოული დაუგროვდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა. მათზე მეტი მხოლოდ ორ ლეგენდარულ პილოტს - მიხაელ შუმახერს და აირტონ სენას აქვთ.
„ძალიან რთული საკვალიფიკაციო რბოლა იყო, რადგან მისი დაწყება სველ ტრასაზე მოგვიწია. მოსახვევში ცოტა ზედმეტი გაზი მომივიდა, ბორბლები დაიბლოკა და დამატრიალა“, - ყვება ჰამილტონი, ვისაც ბოლო ცდაზე, პირველივე მოსახვევში შეცდომა მოუვიდა. მაგრამ მისდა ბედად, ნიკო როსბერგმაც დაუშვა შეცდომა. არადა, გამშრალ ასფალტზე, საუკეთესო დროის ჩვენების რეალური შანსი ჰქონდა.
მესამე დრო სებასტიან ფეტელს ჰქონდა, რომელსაც სტარტზე გვერდში ფელიპე მასა ამოუდგება. მათ უკან კი ლე მანის გამარჯვებული, ნიკო ჰულკენბერგი დადგება, ვისაც გვერდს ვალტერი ბოტასი დაუმშვენებს. ამგვარად, პირველ სამ რიგში, ექვსიდან ხუთ ადგილზე „მერსედსის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტები განლაგდებიან. ფეტელი ამბობს, რომ სამქიმიანების ძრავებით მოასპარეზეებს „რედ ბულ რინგზე“ კონკურენციას ვერავინ გაუწევს. თუმცა, ჰამილტონი და როსბერგი დარწმუნებულები არიან, რომ „ფერარი“ აუცილებლად შეუტევს...
ავსტრიული კომპანიის კუთვნილი ორი გუნდის პილოტებიდან, საუკეთესო დრო, „ტორო როსოს“ მაქს ფერსტაპენს ჰქონდა. სულ კი ათეულში „რენოსა“ და „ფერარის“ ძრავით მოასპარეზე ორ-ორი პილოტი შევიდა. სამწუხაროდ, კვალიფიკაციის პირველი ეტაპის გავლაც ვერ მოახერხა კიმი რაიკონენმა, რომელმაც ამას ახსნა ვერ მოუძებნა. მისი ბედ, „მენრის“ პილოტების გარდა, ჯენსონ ბატონმა და სერხიო პერესმაც გაიზიარეს. რაიკონენისგან განსხვავებით, მექსიკელმა ამის მიზეზად, ტრაფიკი დაასახელა.

ბატონს და მის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს მსაჯებმა სტარტზე 25-25 ადგილით უკან დაწევა მიუსაჯეს იმის გამო, რომ „მაკლარენ-ჰონდამ“ აგრეგატს რამდენჯერმე შეუცვალა ძირითად კომპონენტები, რაც ძრავის გამოცვლის ტოლფასია. მაგრამ რადგან ჩემპიონატში მხოლოდ 20 მანქანა მონაწილეობს, ორივეს დროითი ჯარიმებიც დაეწერება.

ავსტრიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:08.455
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:08.655
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:08.810
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:09.192
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:09.278
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:09.319
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:09.612
8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                         1:09.694
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                         1:09.713
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  დროის გარეშე
- -- - - - - - - -
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:10.374
12. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:10.426
13. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:10.465
14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:10.482
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:10.736
- - - - - - - - - -
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:12.522
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:12.632
18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:12.867
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:14.071
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:15.368

No comments:

Post a Comment