Friday, June 19, 2015

„პორშეს“ იდუმალი სუპერ ავტომობილი

Porsche Teases Future Sports Car To Fans - What Is It?
18 ივნისი
როგორც კი ლე მანის რბოლის კვალიფიკაციაზე, პირველი სამი სასტარტო პოზიცია დაისაკუთრა, „პორშემ“ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, სამი ფოტო გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთზე, საბურველში გახვეული ავტომობილია გამოსახული. ამასთან, ფოტოებს აწერია: ისტორია, აწმყო და მომავალი.
პირველზე წითელი ავტომობილებია გამოსახული - წითელი სარბოლო პროტოტიპი „919 ჰაიბრიდი“, რომელსაც გვერდს ასევე წითელი, ლეგენდარული 917k უმშვენებს, რომლითაც ცუფენჰაუზენელებმა ლე მანზე თავიანთი პირველი (17-დან) გამარჯვება 45 წლის წინათ მოიპოვეს. მეორე ფოტოზე შავი „919 ჰაიბრიდის“ გვერდით, ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი 918 დგას, რომელსაც ნურბურგრინგის რეკორდი ეკუთვნის. ორივე შავ ფერშია გამოწყობილი. მესამეზე კი თეთრი „919 ჰაიბრიდს“, რომელმაც ახლახანს მოიგო ლე მანი, იდუმალი სუპერ ავტომობილი დგას.
სამწუხაროდ, „პორშე“ არ განმარტავს, რა ავტომობილი დგას თეთრი ტრიუმფატორი პროტოტიპის გვერდით. შესაძლოა, ეს მართლაც სრულიად ახალი ავტომობილია, რომელსაც მყიდველს მალე შესთავაზებენ. ოღონდ, მასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. არაა გამორიცხული, რომ საბურველი ახალს არაფერს მალავს. ის ფაქტი კი, რომ ის გამარჯვებული პროტოტიპის გვერდით დგას, იმაზე მიგვანიშნებს, რომ „პორშე“ მომავალშიც კლიენტს მხოლოდ საუკეთესო ავტომობილებს შესთავაზებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანული კომპანია წარმოებისთვის სრულიად ახალ, შუაძრავიან სუპერ ავტომობილს ამზადებს. ეს ავტომობილი ტურბო V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ ავტომობილმა, „პორშეს“ სამოდელო გამაში, 911-სა და 918-ს შორის არსებული ნიშა უნდა შეავსოს და კონკურენცია, „ფერარი 488 GTB-სა“ და „მაკლარენ 650S-ს“ გაუწიოს.

No comments:

Post a Comment