Tuesday, May 5, 2015

„ლენდ როვერი“ თავისი მოდელების SVX ვერსიებს გამოუშვებს

Jaguar Land Rover Special Vehicle Ops To Launch SVX Off-Road Brandin
5 მაისი
„ლენდ როვერი“ ისედაც უგზოობის ავტომობილებზეა სპეციალიზებული, მისი დივიზიონი „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზი“ (SVO) კი ამ ავტომობილების სპეც (ტუნინგ) ვერსიებს აწარმოებს, რომლებიც საბაზოსგან უკეთესი მახასიათებლებით, კომფორტით და გარეგნული ელემენტებითაც გამოირჩევა. მაგრამ ბრიტანული კომპანიის მარკეტოლოგებმა ჩათვალეს, რომ ესეც არაა საკმარისი და არსებობს ისეთ მყიდველთა სოლიდური ბაზა, რომლებსაც უგზოობაზე მკვეთრად აქცენტირებული ავტომობილების შეძენა სურს.
და გადაწყდა: დივიზიონი „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზი“ სწორედ ასეთ, უგზოობაზე აქცენტირებულ ავტომობილებსაც გამოუშვებს, რომლებსაც სახელში ინდექსი SVX დაემატება. ამის შესახებ, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერს“, SVO-ს შეფმა, ჯონ ედვარდსმა განუცხადა. ასეთი ავტომობილების შემუშავებისას, SVO-ს ინჟინრები შთაგონების წყაროდ, დაკარის რალი მარათონისა და დავიწყებას მიცემული „ქემელ ტროფის“ ავტომობილებს გამოიყენებენ.
ედვარდსს არ დაუზუსტებია, თუ პირველად რომელი მოდელის SVX-ვერსიის დამზადება იგეგმება. თუმცა მიანიშნა, რომ ეს ავტომობილი მალე უნდა გამოვიდეს ბაზარზე. დიდი ალბათობით, ლაპარაკი ახალ „დიფენდერზე“ უნდა იყოს, რომლის ძველი ვერსიის წარმოებაც მალე შეწყდება, ახალს კი სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილავთ კონცეპტუალური სახით.
სხვათა შორის, ძველი „დიფენდერის“ სარბოლო ვერსიებს (ფოტოზე), უკვე დიდი ხანია, „ლენდ როვერის“ პარტნიორი სატუნინგო კომპანია „ბოულერი“ აწარმოებს. ეს ავტომობილები კი სხვადასხვა სერიის (მათ შორის, დიფენდერ ჩელენჯ ბაი ბოულერ) რბოლებში მონაწილეობს. მსგავს ვერსიებს, ოღონდ საგზაო გამოყენებისთვის, SVO ინდექს SVX-ით გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment