Wednesday, May 27, 2015

„ბენტლი EXP 10 სპიდ 6“ ვილა დ’ესტეს საუკეთესო კონცეპტია

Bentley EXP 10 Speed 6 Wins Design Award At Villa D'Este
27 მაისი
ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის ჟიურიმ, გამოფენაზე წარდგენილ კონცეპტუალურ ავტომობილებსა და პროტოტიპებს შორის საუკეთესოდ, „ბენტლის“ კონცეპტუალური მოდელი „EXP 10 სპიდ 6“ დაასახელა. საპატიო ჯილდო, ბრიტანული კომპანიის მთავარ დიზაინერ ლუკ დონკერვოლკეს გადაეცა.
კონკურსს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს სანაპიროზე არსებულ ვილა დ’ესტეში იმართება, ყოველწლიურად „ბეემვე“ მასპინძლობს. ბავარიული კომპანია ყოველთვის წარადგენს ხოლმე თავის კონცეპტუალურ და კლასიკურ ავტომობილებს და იმავდროულად, სხვა კომპანიებსაც ეპატიჟება. გარდა ამისა, კონკურესზე კოლექციონერები თავიანთი გარაჟის ყველაზე გამორჩეული ავტომობილებით წარდგებიან ხოლმე, რაც კონკურსს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. იქვე რა თქმა უნდა, აუქციონებიც იმართება.
წლევანდელ კონკურსზე, „ბენტლის“ გარდა, კონცეპტუალური ავტომობილები სხვა კომპანიებმაც წარადგინეს. მათ შორის იყო შეუდარებელი „ძაგატო მაზერატი მოსტრო“, „ბეემვე 3.0 CSL ჰომეჯი“, ასევე „ასტონ მარტინის“, „ლამბორგინის“, „კაროსერია ტურინგის“, „სკუდერია გლიკენჰაუსის“ და „მაგნა შტეირის“ კონცეპტუალური ავტომობილები.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „ბენტლის“ კონცეპტუალური ავტომობილი, ბრიტანული კომპანიის ძველი და ახალი სტილის ნარევია, რომელიც „ბენტლის“ ინჟინრების და დიზაინერების ოსტატობაზე მეტყველებს. ამ ავტომობილში, კომპანიის მომავალი სიახლეების სტილის ელემენტებია ასახული. გარდა ამისა, თვითონ „EXP 10 სპიდ 6-ც“ შესაძლოა მალე კონვეიერზე დადგეს.

No comments:

Post a Comment