Tuesday, May 5, 2015

ბიანკი კომიდან გამოიყვანეს

F1 Racer out of artificial coma breathing unaided and declared in a 'stable condition'
5 მაისი
როგორც მისი ოჯახი იტყობინება, ჟიულ ბიანკი აღარ იმყოფება მართვად კომატოზურ მდგომარეობაში. მართალია, მისი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია, მაგრამ მას დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლია და მისი მდგომარეობაც ადრინდელზე გაცილებით უკეთესია. ის ნიცის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
25 წლის ბიანკის ინციდენტი იაპონიის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მოუვიდა. ფრანგ მრბოლს შეცდმ მაშინ მოუვიდა, როცა ადრიან სუტილის ავარიის გამო, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. ბიანკიმ საჭე ვერ შეინარჩუნა და იმ საევაკუაციო მანქანას დაეჯახა, რომელიც მოსახვევიდან სუტილის „ზაუბერის“ გასატანად იყო ტრასაზე შესული.
ბიანკი სწორედ ამ ევაკუატორის ქვეშ შევარდა. მრბოლმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, მისი მკურნალობა მართვადი კომის ქვეშ გაგრძელდა. თვეების განმავლობაში, კომიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, თუმცა პერიოდულად, ექიმები მდგომარეობის გაუმჯობესებას აფიქსირებდნენ. ამჟამად კი, რაც კომაში აღარ იმყოფება, დაიწყო მკურნალობის ახალი ეტაპი, რომლის მიზანიც, ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებაა.

No comments:

Post a Comment