Thursday, May 21, 2015

ფერსტაპენის ფანტასტიური დებიუტი წვიმიან მონაკოში

Motor racing-Hamilton fastest, Verstappen shines in wet Monaco
20 მაისი
მონაკოში თავისუფალი პრაქტიკები ტრადიციისამებრ, ხუთშაბათს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, პილოტებს ისედაც რთულ ტრეკზე ასპარეზობა, ამინდმა კიდევ უფრო გაურთულა. ლუის ჰამილტონი ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ ნამდვილი შოუ „ტორო როსოს“ მაქს ფერსტაპენმა მოაწყო, რომელმაც პირველ პრაქტიკაზე მეორე საუკეთესო დრო აჩვენა!
ორი სესიის ჯამში, საუკეთესო შედეგი ჰამილტონმა მეორეზე დააფიქსირა, რის შემდეგაც გაწვიმდა და დროის გაუმჯობესებაზე ფიქრიც ზედმეტი გახდა. იმ მომენტში ბრიტანელს მხოლოდ 12 წრე ჰქონდა გავლილი. ახლახანს მან „მერსედესთან“ ახალი სამწლიან კონტრაქტი გააფორმა. ამასთან ძალიან მონდომებულია, რომ თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, მონაკოში ზედიზედ მესამე გამარჯვების საშუალება არ მისცეს.
ჩემპიონისგან თუ საუკეთესო დროებს ყველა ელოდა, 17 წლის ჰოლანდიელის მიერ პირველ სესიაზე დაფიქსირებული მეორე შედეგი მინი სენსაცია და პრაქტიკების მთავარი მოვლენა გახდა. მან სულ 42 წრის გავლა შეძლო და მათგან საუკეთესო, სულ რაღაც, 0.149 წამით ჩამორჩა ჰამილტონის შედეგს. თანაც, ამ 42 წრის განმავლობაში, შეცდომა პრაქტიკულად არ დაუშვია.
მეორე სესიაზე ის მე-7 დროს დასჯერდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ რბოლა მხოლოდ 14 წუთს მიმდინარეობდა ნორმალურ კონდიციებში. მერე, რობერტო მერის გვირაბიდან გამოსვლისას ავარია მოუვიდა და ასპარეზობა შეწყდა. მოგვიანბით კი გაწვიმდა და დროების გაუმჯობესებაც შეუძლებელი გახდა. წვიმამ კარგა ხანს დააცარიელა ტრეკი, სესიის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც წვიმდა, პილოტებმა ტრეკზე გამოსვლა გადაწყვიტეს.
სხვათა შორის წვიმამ წინა ღამითაც გვარიანად დაასველა ტრასა, რის გამოც, პირველ სესიაზე პილოტები საშუალო წვიმის რეზინით გამოვიდნენ. როსბერგის მანქანა, ტაბაკის მოდიფიცირებულ მოსახვევში ოდნავ შეეხო ბარიერს, თუმცა არ დაზიანებულა. იმავე სესიაზე, რამდენიმე პილოტმა სენ დევოს მოსახვევში დაკარგა მანქანაზე კონტროლი, თუმცა ავარიას დამცავ „ჯიბეში“ შესვლით გადაურჩნენ. მერის ავარია ორივე პრაქტიკის ყველაზე სერიოზული ინციდენტი იყო.

მონაკოს დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:18.750
2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:18.899
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:19.086
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:19.134
5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:19.245
6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:19.454
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:19.520
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:19.679
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:19.762
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:19.766
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:19.791
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:20.202
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:20.274
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:20.619
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:20.784
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:20.857
17. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                     1:20.917
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:21.219
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:23.234

20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:23.404

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:17.192
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:17.932
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:18.295
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:18.543
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:18.548
6. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:18.659
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:18.782
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              1:18.906
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:19.151
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:19.266
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:19.300
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:19.560
13. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                     1:19.566
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:19.577
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:19.606
16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:19.639
17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:20.263
18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:22.017
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:22.943
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)     დროის გარეშე

No comments:

Post a Comment