Friday, February 6, 2015

„სუზუკი“ ჟენევაში ორ კონცეპტს წარადგენს

Suzuki to Debut iK-2 and iM-4 Concepts in Geneva
6 თებერვალი
სუზუკი iM-4
„სუზუკიმ“ იმ ორი კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა, რომლებსაც მალე ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. მათგან ერთი კომპაქტური ჰეჩბეკია, სახელად iK-2, რომლსაც იაპონური კომპანია „იდეალურ კომპაქტური ზომის ავტომობილს“ უწოდებს, მეორე კი უგზოობის პატარა iM-4, რომელსაც მწარმოებელი „იკონურ მინი 4x4-ს“ უწოდებს.
„სუზუკის“ ინფორმაციით, კონცეპტ iM-4-ზე ბევრი ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული და მას ბრენდის კომპაქტური ავტომობილების გენები გამოჰყვა. რაც მთავარია, მას „გამორჩეული სტილი აქვს, რაც მფლობელებისთვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ გადაიქცევა“. დიდი ალბათობით, ეს ავტომობილი პოპულარულ უგზოობის მოდელ „ჯიმნის“ სრულიად ახალი თაობის ავტომობილია.
სუზუკი iK-2
„სუზუკიმ“ შარშან საკუთარი განვითარების გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2017 წლამდე ექვსი ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებას აპირებს და სიახლეებს შორის, ახალი თაობის „ჯიმნიც“ მოიხსენია. ტიზერთან ერთად გამოწვეყნებული აღწერილობაც სწორედ „ჯიმნის“ შეეფერება.
რაც შეეხება მეორე კონცეპტს, „სუზუკის“ განცხადებით, ის „ჰარმონიზებული ძალის“ თემაზეა შესრულებული. უფრო ზსტი განმარტება კომპანიას არ გაუკეთებია, თუმცა ეს ორი სიტყვა ამის გარეშეც კარგად გამოხატავს ავტომობილის ხასიათს. მითუმეტეს დასძენს, რომ ეს კონცეპტი, „კომპაქტური ავტომობილის ფასეულობას ზღვრამდე გაზრდის“. შესაძლოა, iK-2 არის სრულიად ახალი სერიული მოდელის წინამორბედი, რომელიც პოპულარული „სვიფტის“ უფრო პრაქტიკულ ალტერნატივას
წარმოადგენს.
„სუზუკის“ მიერ გამოქვეყნებულ ტიზერის განმარტებაში ნათქვამია, რომ iK-2-ის სერიული ვერსია ბაზარზე 2016 წლის დასაწყისში გამოვა. და ეს, ზემოთ ნახსენებ ექვს ახალ ავტომობილს შორის პირველი იქნება.

No comments:

Post a Comment