Monday, January 5, 2015

„ფერარი“ სატრეკო FXX K-ზე სწრაფ სუპერქარსაც გამოუშვებს

Ferrari could make even more hardcore LaFerrari FXX K
5 იანვარი
დიდი ალბათობით, „ფერარი“ თავისი უახლესი სატრეკო ავტომობილის, „ლაფერარი FXX K-ს“ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას, მეტსახელად „ევოლუციონეს“ გამოუშვებს. მაგრამ ეს უცებ არ მოხდბა და მისი წარმოება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყება.
ამ ვარაუდს სოლიდური საფუძველი აქვს. ჯერ ერთი, მარანელოელებმა თავიანთი წინა ორი სატრეკო ავტომობილის - FXX-ის და 599XX-ის ვერსიები, მეტსახელ „ევოლუციონეთი“ გამოუშვეს. მეორეც, ამ თემაზე თვით კომპანიის ტესტ მრბოლმა, ესპანელმა მარკ ჟენემ განაცხადა, ვინც თვლის, რომ FXX K-ზე უკეთესი ვერსიის დამზადება ძალიან რთული საქმეა.
„ახლა მე იმას ვფიქრობ, რომ ამ ავტომობილის გაუმჯობესება შეუძლებელია. მაგრამ ეჭვიც არ მაქვს, რომ რაღაც ამგვარი აუცილებლად მომზადდება. სულაც არ გამოკვირდება, თუ ასე მოხდება. მაგრამ ამას ორ წელიწადში ვერავინ შეძლებს. ასეთ ავტომობილებს ათწლიანი სასიცოცხლო ციკლი აქვს და მოსწრება შეიძლება“, - ამბობს ჟენე.
მისივე თქმით, „ევოლუციონეს“ არ ექნება FXX K-ზე მეტი ცხენის ძალა: „FXX K-ს 1021 ცხენის ძალა აქვს და არ მგონია, მომავალში მწარმოებლებმა ამაზე მეტი სიმძლავრის ათვისება დაიწყონ. ახლა აქცენტს ეფექტურობასა და სიმსუბუქეზე გადაიტანენ. ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი წონისა და სიმძლავრის ფარდობა გახდება. წონა კრიტიკული პარამეტრი ხდება. ამიერიდან მთავარი წონის შემცირება გახდება. ასევე ყურადღება ეფექტურობასა და მართვის გაუმჯობესებაზე გადავა. გაუმჯობესდება აეროდინამიკა“.
ჟენე ასევე დასძენს, რომ FXX K-ს ახალ ვერსიაზე გამოყენებული ტექნოლოგიები შემდგომში სხვა ავტომობილებზეც გადაინაცვლებს. მომავალი ფლაგმანისთვის კი სრულიად ახალ ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ.

No comments:

Post a Comment