Thursday, January 8, 2015

ფრაი: ალონსო რაიკონენზე მეტად ადაპტირებადია

Alonso 'more adaptable' than Raikkonen – Fry
8 იანვარი
„ფერარის“ აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი ნიკ ფრაი ამბობს, რომ ფერნანდო ალონსო კიმი რაიკონენზე მეტად ადაპტირებადი პილოტია და უკეთ ეგუება ეგრეთ წოდებულ ძნელ ავტომობილებს. როგორც ცნობილია, ფინელი პილოტი მომავალ სეზონშიც „ფერარის“ პილოტი იქნება, თანაგუნდელად კი სებასტიან ფეტელი ეყოლება. რაც შეეხება ალონსოს ის „მაკლარენს“ დაუბრუნდა.
ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, რაიკონენმა „ლოტუსში“ ორი კარგი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც „ფერარიში“ გადავიდა. მაგრამ მარანელოელებმა იმედები ვერ გაუმართლეს და აისმენსაც რბოლებში მანქანასთან უწევდა ბრძოლა და არა თანაგუნდელებთან. მის ფონზე აშკარად ბრწყინავდა ალონსო, ვისთვისაც გასული სეზონი ნამდვილ კოშმარად იქცა. სწორედ ეს გახდა მისი წასვლის მთავარი მიზეზი. არადა აშკარა იყო, რომ „ფერარიში“ დარჩენა ერჩივნა.
ბრაზილიურ გამოცემა „ტოტალრეისთან“ საუბრისას, ფრაი განმარტავს იმის მიზეზს, თუ რატომ დაიჩრდილა რაიკონენი ალონსოს გვერდით: „ამის ორი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ფერნანდო უფრო ადვილად ადაპტირებადი პილოტია. მეორეც, კიმის პილოტირების სტილი უფრო ძნელად ეგუება მანქანის და საბურავების შეზღუდვებს. ეს ფაქტორი შესამჩნევი იყო „მაკლარენში“ მისი ყოფნის დროსაც. ის ძალიან მგრძნობიარე იყო მანქანის წინა ნაწილთან. როცა ის და მონტოია ერთად იყვნენ, მაშინ ჩვენ მანქანის დაახლოებით შვიდი განსხვავებული წინა საკიდარი გამოვცადეთ. თუ გინდა, კიმისგან მაქსიმუმი მიიღო, მას ის მანქანა უნდა მისცე, რომელიც მის სტილს შეეფერება“.

No comments:

Post a Comment