Monday, January 26, 2015

„ფორდის“ ტრიუმფი დეიტონას 24 საათზე

Daytona 24 Hours: Ganassi's Dixon, Kanaan, McMurray and Larson win
26 იანვარი
ამერიკული ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბოს, „ჩიპ განასი რეისინგის“ ეკიპაჟმა, რომლის სარბოლო პროტოტიპიც „ფორდის“ სერია ეკობუსტის ძრავითაა აღჭურვილი, ზედიზედ მეორედ მოიგო პრესტიჟული რბოლა - დეიტონას 24 საათი. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭესთან ერთმანეთს ოთხი მრბოლი - ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი, ბრაზილიელი ტონი კანაანი, ამერიკელი ჯეიმი მაკმარი და ამერიკელი კეილი კაილი მიიატა ლარსონი ენაცვლებოდა.
გამარჯვებულ ეკიპაჟის პროტოტიპმა „რილი-ფორდ ეკობუსტმა“, ფინიშთან 1.3 წამით მიასწრო მეორე ადგილზე გასულ პროტოტიპ „კოიოტ-შევროლე კორვეტს“, რომელთანაც ბოლო ხუთი წრე უშეღავათო ბრძოლაში გაატარა. მათი პაექრობა მე-18 რესტარტის შემდეგ დაიწყო. დიქსონმა ლიდერობა ბოლოსწინა პიტსტოპის დროს ჩამოართვა „დალარა-შევროლეთი“ მოასპარეზე ჯორდან ტეილორს ჩამოართვა, რომელიც პიტსტოპების შემდგომ, ბოლო სერიამდე სდია. ბოლო პიტსტოპზე „განასის“ მექანიკოსების სწრაფი გარჯის წყალობით, ზელანდიელმა ოთხწამიანი ჰანდიკაპი მიიღო.
მაგრამ ფინიშამდე 20 წუთით ადრე, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა და დიქსონის უპირატესობაც „შეჭამა“. მაგრამ ტეილორი იძლებული გახდა, კოკპიტი ძმისთვის, რიკისთის დაეთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტულ რეგლამენტს დაარღვევდა, რადგან ექვსსსათაინ პერიოდში, საჭესთან ყოფნა ოთხ საათზე (ზღვრული დროა) მეტხანს გაუგრძელდებოდა.
დეიტონას რბოლის მეექვსედ მოგების შანსი ჰქონდა „განასის“ გუნდის პირველი ეკიპაჟის ამერიკელ პილოტ სკოტ პრიუეტს, მაგრამ მისი მანქანა ფინიშამდე 2 საათით ადრე გამოვიდა მწყობრიდან (გადაბმულობა დაუზიანდა). სამაგიეროდ, დიქსონმა მეორედ შეძლო დეიტონაზე გამარჯვება. მისგან განსხვავებით, „როლექსის“ თასი პირველად ასწია მაკმარიმ, ვისაც მანამდე დეიტონას 500 და ბრიკიარდ 400 ჰქონდა მოგებული. ამგვარად, ის არის პირველი პილოტი, ვისაც ეს სამი პრესტიჟული რბოლა აქვს მოგებული. ამასთან, არის მესამე, ვისაც კარიერაში მოგებული აქვს დეიტონას 24 და დეიტონას 500. მის გარდა, მსგავსი მიღწევით, ლეგენდარული ამერიკელები - მარიო ანდრეტი (ფ1-ის ჩემპიონი) და ეი ჯეი ფოიტიც დაიკვეხნიან.

No comments:

Post a Comment