Wednesday, December 3, 2014

ლაუდას ლოცვა და ჰამილტონის დაზიანებული „მაკლარენი“

Why Lauda prayed for McLaren breakdown in 2012
3 დეკემბერი
სინგაპურის 2012 წლის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონის „მაკლარენზე“ დაზიანებულმა გადაცემათა კოლოფმა, დიდწილად განაპირობა ბრიტანელი მრბოლის „მერსედესში“ გადასვლა. და დღეს ნიკი ლაუდა იხსენებს, თუ როგორ შეძლო მისი გუნდის დომინაციის ერთი „მნიშვნელოვანი ნაწილის“ გადაბირება „მერსედესის“ გუნდის ერთ-ერთი შეფი ამბობს, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იხსენებს, რომ 2012 წლის სეზონის მეორე ნახევრიდან, ის ჰამილტონის გადაბირებას ცდილობდა. „მისი შენარჩუნება „მაკლარენს“ სურდა და კონტრაქტიც შესთავაზა. რბოლის (სინგაპურის) რბოლის დაწყებამდე მას ვკითხე, ხომ არ შემხვდებოდა. დილით მე მას ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე და ვკითხე, ჩვენთან გადმოვიდოდა, თუ არა. მას პასუხიც არ გაუცია. გვერდზე ისე ჩამიარა, ზედაც არ შემომხედა“, - იხსენებს ლაუდა.
რბოლაში ჰამილტონი ლიდერობდა და უპირატესობაც ჰქონდა. ლაუდა ამას პადოკიდან უცქერდა და მაშინ გაიფიქრა, რომ ღვთის ხელი თუ შეცვლიდა სიტუაციას. „ჩემთვის გავიფიქრე, ღმერთო, თუ გინდა, რომ მხოლოდ ერთხელ დამეხმარო, გთხოვ, „მაკლარენი“ მწყობრიდან გამოვიდეს. ეს ორჯერ გავიფიქრე და უცებ!.. მაშნვე დავიწყე მესიჯებით ლუისის დაბომბვა. სამი კვირის შემდგ, ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ“, - დასძენს ავსტრიელი.

No comments:

Post a Comment