Friday, November 7, 2014

როსბერგმა საუკეთესო დროებით დაიწყო

Motor racing-Rosberg on top in Brazil practice
7 ნოემბერი
ამჯერად უსწრაფესი ნიკო როსბერგია. ჯერ მხოლოდ პრაქტიკებზე, თუმცა ცხრილის სათავეში ყოფნა დიდი სტიმულია. თანც ნიკო ამბობს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს და ეს რომ მას შეუძლია, არაერთხელ დავურწმუნებივართ. სხვა თუ არაფერი, ის ხომ გერმანელია. თუმცა, ბოლომდე ბრძოლა ჰამილტონისთვისაც არაა უცხო - მან თავისი ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული ხომ 2008 წლის სეზონის ბოლო რბოლის (ბრაზილია) ბოლო მოსახვევში მოიპოვა...
ბრიტანელს მიმდინარე სეზონში 17 რბოლაში 10 გამარჯვება აქვს, რაც მის შესაძლებლობებზე თვალნათლივ მეტყველებს. მაგრამ რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთი მონაგარი მაინც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ტიტული ვადამდე გაენაღდებინა. ის ახლა 24 ქულას უგებს როსბერგს და გერმანელმა ბრაზილიაში ქულაც რომ ვერ აიღოს, ბრიტანელმა კი მოიგოს, ჩემპიონის ვინაობას მაინც აბუ დაბიმდე ვერ გავიგებთ. ეს მოიტანა ბოლო რბოლის ორმაგი ქულების წესმა, რასაც, ალბათ სადაო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უსამართლობის გამოწვევაც შეუძლია. ოღონდ, ასე ფორტუნის ჩარევის გარეშე არ მოხდება...
„ტრასაზე ახალი საფარია, რამაც ის ძალიან შეცვალა. ბორცვები აღარაა, მაგრამ ახალი ასფალტის გამო, საბურავები ძალიან ხურდება და იბუშტება. ეს ყველაფერი კი საქმეს ართულებს“, - ამბობს როსბერგი. ჰამილტონმა თქვა, რომ იდეალური წრის გავლა ვერ შეძლო, თუმცა ეს არ აღელვებს, რადგან ბრაზილიაში ყოველთვის განსხვავებულ პირობებში უწევთ ასპარეზობა და ეს რბოლას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
მეორე პრაქტიკისას, სტიუარდებს სამჯერ მოუწიათ წითელი დროშების აფრიალება. ერთხელ ეს ფერნანდო ალონსოს ინციდენტმა გამოიწვია - მის „ფერარის“ ცეცხლი გაუჩნდა. ესპანელი მანქანიდან გადმოხტა და ალმოდბულ ალისფერ ბოლიდს სასწრაფოდ გაშორდა, თუმცა მალევე მობრუნდა და ცეცხლის ჩაქრობა სცადა. რა თქმა უნდა, მალევე ეს საქმე იმათ გააგრძელეს, ვისაც ევალება, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კი ბოქსებისკენ გაამგზავრეს.
„ვიცოდთ, რომ ამ აგრეგატმა სამუშაო რესურსი ამოწურა და ამიტომ არსებობდა იმის რისკი, რომ სესიას ვერ დავასრულებდი. მაგრამ ეს იმ პროგრამის ნაწილი იყო, რომელზეც უკვე რამდენიმე რბოლაა, ვმუშაობთ“, - განაცხადა ალონსომ, ვისაც აგრეგატის გამოცვლის გამო, ჯარიმა არ ელის, რადგან ლიმიტის ამოწურვა არ ელის.
ტრასაზე კვლავ გამოვიდა მომავალი სეზონის დებიუტანტი მაქს ფერსტაპენი, ვინც პირველ სესიაზე მე-6 დრო დააფიქსირა, მერე კი ბოლიდი მის „პატრონს“, ჟან-ერიკ ვერნს გადააბარა. პირველ სესიაზე ესპანელმა ახალბედა დანიელ ჯუნკადელამაც იასპარეზა, რომელმაც სერხიო პერესი შეცვალა. მაგრამ ბოქსებში მისი „ფორს ინდია“ თავისი ფეხით ვერ დაბრუნდა - ესპანლმა ის დაამტვრია. თანაც ისე, რომ მეორე პრაქტიკისთვის მისი მომზადება ვერ მოხერხდა.

ბრაზილიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:12.764
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:12.985
3. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:13.723
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:13.742
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:13.811
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:13.827
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:14.034
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:14.114
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:14.136
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:14.197
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:14.434
12. ფელიპე ნსრი (ბრაზილია, უილიამსი)                     1:14.522
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:14.678
14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:14.902
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:15.109
16. დანიელ ჯუნკადელა (ესპანეთი, ფორს ინდია)      1:16.030
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               დროის გარეშე
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:12.123
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:12.336
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:12.696
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:12.956
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:13.035
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:13.099
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:13.122
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:13.254
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:13.333
10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:13.479
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:13.497
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:13.714
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:13.882
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:13.902
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:14.204
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:14.209
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:17.171
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)        დროის გარეშე

No comments:

Post a Comment